ფრანსის ჟამი
ფრანსის ჟამი (Jammes) (დ. 2 დეკემბერი, 1868, ტურნე — გ. 1 ნოემბერი, 1938, ასპარენი) — ფრანგი პოეტი. მის პოეზიაში აისახა პროვინციის სადა, მარტივი ყოფა-ცხოვრება. ხშირად მის ლექსს მანერულობის ელფერიც დაჰკრავს და ძალზე უახლოვდება ლოცვებს. მისი კრებულებია: "ექვსი სონეტი" (1891), "პოეტის დაბადება" (1897). ბევრ წიგნს კათოლიციზმის დაღი ატყვია ("ცისკრის ზარებიდან მწუხრის ზარებამდე", 1895; "გაზაფხულთა ძაძები", 1901, "ღვთისმშობელი და სონეტები", 1919; "ეპიტაფიები", 1921 და სხვ.); სამყაროსთან შერწყმის განცდა მისთვის "ღვთაებრის საწყისს" უთანბრდება ("ქრისტიანული გეორგიკები", ტ. 1-3, 1911-1912). ჟამს ეკუთვნის ლირიკული და ფსიქოლოგიური რომანები: "კურდღლის რომანი" (1903), "ჟანო-პოეტი" (1924), მორალიტეს ტიპის პიესა "ღატაკი" (1911), მოგონებები. თავისი პოეტიკის პრინციპები გადმოგვცა თხზულებაში "პოეზია" (1901).
ფრანსის ჟამი | |
---|---|
ფრანგ. Francis Jammes | |
დაბადების თარიღი | 2 დეკემბერი, 1868[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] |
დაბადების ადგილი | ტურნე[9] |
გარდაცვალების თარიღი | 1 ნოემბერი, 1938[9] [1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] (69 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | ასპარენი[9] |
საქმიანობა | პოეტი[8] , დრამატურგი, მწერალი[8] [10] და ლიტერატურული კრიტიკოსი |
ენა | ფრანგული ენა |
მოქალაქეობა | საფრანგეთი |
ჯილდოები | საფრანგეთის აკადემიის დიდი ლიტერატურული პრემია[11] , Prix Saint-Cricq-Theis[11] და Prix d'Académie[11] |
ხელმოწერა | |
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, თბ., 1984. — გვ. 239-240.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 2.0 2.1 Encyclopædia Britannica
- ↑ 3.0 3.1 SNAC — 2010.
- ↑ 4.0 4.1 IMSLP — 2006.
- ↑ 5.0 5.1 Internet Speculative Fiction Database — 1995.
- ↑ 6.0 6.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
- ↑ 7.0 7.1 Proleksis enciklopedija, Opća i nacionalna enciklopedija — 2009.
- ↑ 8.0 8.1 8.2 8.3 The Fine Art Archive — 2003.
- ↑ 9.0 9.1 9.2 Жамм Франсис // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохорова — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
- ↑ Library of the World's Best Literature / C. D. Warner — 1897.
- ↑ 11.0 11.1 11.2 Académie française