ფრანსვილი
ფრანსვილი (ფრანგ. Franceville) — ქალაქი გაბონის აღმოსავლეთში, ზემო ოგოუეს პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი. მოსახლეობის რაოდენობის სიდიდის მხრივ ქვეყნის მესამე ქალაქია.
ქალაქი | |||
---|---|---|---|
ფრანსვილი ფრანგ. Franceville | |||
| |||
ქვეყანა | გაბონი | ||
პროვინცია | ზემო ოგოუე | ||
კოორდინატები | 1°38′00″ ს. გ. 13°35′00″ ა. გ. / 1.63333° ს. გ. 13.58333° ა. გ. | ||
ადრეული სახელები | მასუკუ | ||
ცენტრის სიმაღლე | 333 მ | ||
მოსახლეობა | 110 568 კაცი (2013) | ||
სასაათო სარტყელი | UTC+1 | ||
ისტორია
რედაქტირებათავიდან მის ადგილას იყო სოფელი, სახელად მასუკუ, რომელიც შემდეგ ყოფილი მონების გადასასახლებლად პიერ სავორნიან დე ბრაზამ აირჩია და 1880 წელს მას სახელად «ფრანშევილი» (რაც ფრანგულად ნიშნავს «განთავისუფლებულთა ქალაქს») უწოდა. იგი შემდგომში თანდათან გაიზარდა და ქალაქად გადაიქცა, რის შემდეგაც ფრანსვილი ეწოდა.
გეოგრაფია
რედაქტირებამდებარეობს მდინარე მპასაზე, ქვეყნის დედაქალაქ ლიბრევილიდან დაახლოებით 512 კმ-ით სამხრეთ-აღმოსავლეთით, ზღვის დონიდან 333 მეტრ სიმაღლეზე[1].
მოსახლეობა
რედაქტირება2013 წლის აღწერის მონაცემებით ქალაქის მოსახლეობის რაოდენობა შეადგენს 110 568 ადამიანს, 1993 წლის აღწერის მონაცემებით ის შეადგენდა 30 246 ადამიანს[2][3].
ეკონომიკა
რედაქტირებაქალაქი ტრანსგაბონური რკინიგზის და ეროვნული ავტომაგისტრალი N3-ის საბოლოო პუნქტია.
ღირსშესანიშნაობები
რედაქტირებაქალაქის ღირსშესანიშნაობებს მიეკუთვნება 1899 წელს აშენებული წმინდა ილერის ტაძარი, გაბონის ყოფილი პრეზიდენტ ომარ ბონგოს დიდი სტატუა (რომელიც დაიბადა ფრანსვილში) და სამედიცინო სამეცნიერო-საკვლევი ინსტიტუტი. ქალაქში ასევე არსებობს გოლფის მოედანი და აეროპორტი, რომელიც მდებარეობს 20 კმ-ით დასავლეთით, მვენგუეში.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Franceville, Gabon Page
- ↑ 2013 წლის მოსახლეობის აღწერა (RGPL-2013). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-08-31. ციტირების თარიღი: 2016-12-24.
- ↑ 2013 წლის მოსახლეობის აღწერა (geohive). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-09-06. ციტირების თარიღი: 2016-12-24.