ფრანკ-იოახიმ გროსმანი
ფრანკ-იოახიმ გროსმანი (გერმ. Frank-Joachim Grossmann; დ. 7 ივნისი, 1958, იენა) — გერმანელი მხატვარი და გრაფიკოსი.
ფრანკ-იოახიმ გროსმანი Frank-Joachim Grossmann | |
---|---|
დაიბადა | 7 ივნისი, 1958 |
დაბადების ადგილი | იენა |
ეროვნება | გერმანელი |
სფერო | ფერწერა |
საიტი | http://www.fjgrossmann.de/ |
განათლება გრაფიკული დიზაინის განხრით მიიღო 1978-1983 წლებში ქალაქ მანჰაიმის ხელოვნების უნივერსიტეტში ხოლო 1995-1998 წლებში კარლსრუეს ხელოვნების აკადემიაში.
2002-2012 წლებში გროსმანი გახლდათ პროფესორი ტიპოგრაფიკის და კომპიუტერული გრაფიკის განხრით შვებიშ ჰალის უნივერსიტეტში. ამჟამად ის ასწავლის ვორმსის უნივერსიტეტში. 2002 წელს გროსმანი იყო მოწვეული პროფესორი ბალტიმორში მერილენდის კოლეჯში, ხოლო 2007 წელს ასევე მოწვეული პროფესორი თბილისის სამხატვრო აკადემიაში.
გროსმანის ხელოვნებაში ორი მიმართულება გამოიყოფა. მისი ნახატები და ტილოები გამოირჩევა ფაქიზი და ჰაეროვანი ხასიათით. გრაფიკულ ნაშრომებში ის კონცენტრირდება ტიპოგრაფიაზე და ფორმათა კომპოზიციურ შეხამებაზე.
ფრანკ-იოახიმ გროსმანი ცხოვრობს და მოღვაწეობს ქალაქ შპაიერში.
ლიტერატურა
რედაქტირება- Clemens Jöckle: Grossmann, Frank-Joachim. In: Allgemeines Künstlerlexikon. K. G. Saur, Berlin/Boston 2019.
- Kunstverein Speyer (Hrsg.): Junge Kunst im Kunstverein Speyer – Frank-J. Grossmann, Finn Cato Gabrielsen; Ausstellung 6. Juni bis 27. Juni 1993, Haus des Kunstvereins Speyer. Speyer 1993.
- Jürgen Linde: Design for Conviviality. In: Kunstportal Baden-Württemberg 2015.
- Ulrich Rothfuss: seine kunst ist wie er selbst: frank joachim grossmann. In: Kunstportal Pfalz vom 3. Dezember 2007.
- Saarländisches Künstlerhaus: Zeichnen zeigen – Zeichnungen der 90er Jahre. Saarbrücken 1994.