ფრანკის სახლი (რუს. Дом Франка) — ერთსართულიანი სახლი, არქიტექტურული ძეგლი ტაგანროგში, როსტოვის ოლქი, რუსეთის ფედერაცია. სახლი აგებულია XIX საუკუნის მეორე ნახევარში, 1857 წელს. როსტოვის ოლქის საბჭოს 1992 წლის 18 ნოემბრის № 301 გადაწყვეტილებით სახლი განეკუთვნება რუსეთის ფედერაციის რეგიონალური მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სიას[1]. სახლი აგებულია ტაგანროგის ქალაქის თავის ოტო პფეილიცერ-ფრანკისთვის.

ფრანკის სახლი
რუს. Дом Франка
კოორდინატები 47°12′32″N 38°56′31″E / 47.208912° ჩ. გ. 38.942057° ა. გ. / 47.208912; 38.942057
მდებარეობა ტაგანროგი, როსტოვის ოლქი, რუსეთი
დასრულების თარიღი 1857
რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 6101193000

მისამართი: ტაგანროგი, ბერძნების ქუჩა № 38.

ერთსართულიანი სახლი ტაგანროგში ბერძნების ქუჩა 38-ში ააგეს 1857 წელს ქალაქის მეექვსე ხელმძღვანელის ოტო ვილჰელმ პფეილიცერ-ფრანკისათვის. ოტო ვილჰელმ პფეილიცერ-ფრანკი ფრანკონიული წარმოშობის იყო. სწავლობდა პირველ საიმპერატორო საზღვაო კადეტთა კორპუსში, რომელსაც 1794-1797 წლებში ხელმძღვანელობდა მიხეილ კუტუზოვი. 1812 წელს ბოროდინოს ბრძოლის დროს დაიჭრა. გმირობისთვის დააჯილდოეს წმინდა ვლადიმირის 4 ხარისხის ორდენით. ფრანკმა ასევე მონაწილეობა მიიღო რუსეთის არმის საზღვარგარეთულ ლაშქრობებში (ბრიენისა და ლა-როტერეს ბრძოლები). მან ასევე თავი გამოიჩინა „ხალხთა ბრძოლაში“(1813 წ.), სადაც სიმამაცისათვის დაჯილდოვდა წმინდა ანას მეორე ხარისხის ორდენით.

1900-იანი წლების დასაწყისში სახლი ეკუთვნოდა სახალხო მრცეველის ცოლს ანა არაკანცევას. შემდეგ სახლი გადავიდა პროკურორ მიხეილ არაკანცევის მფლობელობაში.

საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ მოხდა სახლის ნაციონალიზაცია. 1919 წელს ამ სახლში მდებარეობდა სამხრეთ რუსეთის თეთრების არმიის მხედართმთავრის ანტონ დენიკინის ბინა. მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ სახლი გადააკეთეს და მასში გახსნეს საბავშვო ბაღი „Ягодка“. ამჟამად ეს ადმინისტრაციული შენობაა.

არქიტექტურა

რედაქტირება

ტაგანროგში, ბერძნების ქუჩა ნომერ 38-ში მდებარე სახლი არქიტექტურის ძეგლია 1992 წლიდან. შენობას გააჩნია ოთხფერდა სახურავი, ათი ფანჯარა ფასადზე ბერძნების ქუჩიდან და ხუთი - ნეკრასოვის შესახვევის მხრიდან. შენობის ცენტრში ნახევრადწრიული ფრონტონია, ხოლო მის გვერდებზე სამკუთხა ფორმის ფრონტონებია. შენობის ფასადი შელესილია. შეღებილია ნაცრისფრად. მცირე არქიტეტურული დეტალები კი - თეთრად.

შენობის ცენტრში ფანჯრები ნახევარწრიული ღიობითაა, ხოლო ნაპირებში - სწორკუთხა ღიობით[2].

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Гаврюшкин О. П. По старой Греческой... (Хроника обывательской жизни). — Таганрог: Лукоморье, 2003. — 514 с. — ISBN 5-901565-15-0

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. ЖИЛОЙ ДОМ. КОМПЛЕКС ЗАСТРОЙКИ УЛИЦЫ.[მკვდარი ბმული]
  2. Глазычев В. Л. Архитектура. Энциклопедия. — М.: Дизайн. Информация. Картография; Астрель; АСТ, 2002. — 672 с. — ISBN 5-17-005418-1.