DELF-ისა DALF-ის პროგრამები წარმოადგენს ფრანგული ენის შემსწავლელთა სასერთიფიკაციო პროგრამებს. ამ პროგრამათა გავლის შემდეგ, რომელიც გამოცდით სრულდება, შესაძლებელია იმის დადგენა, თუ სწავლების რომელ საფეხურზე რა წარმატებას მიაღწია ენის შემსწავლელმა. პროგრამები მეცნიერულადაა დამუშავებული და სტანდარტიზირებული. პროგრამა 6 სრულიად დამოუკიდებელი ერთეულისაგან შედგება და შეესაბამება ევროკავშირის სარეფერენციო ჩარჩოს ენათა ფოლიოს.

DELF არის Diplôme d' Études en langue française-ის, ხოლო DALF-ი კი Diplôme approfondi de langue française-ის აბრევიაციაა.

მსოფლიოს მასშტაბით 154 ქვეყანაში, მათ შორის საფრანგეთშიც, არსებობს 900 აკრედიტებული საგამოცდო ცენტრი, რომელთა გაცემულ დიპლომებზე დასმულია საფრანგეთის ეროვნული განათლების სამინისტროს (Ministère de l'Éducation Nationale-ის) ბეჭედი.

ფრანგებს, რომელთათვისაც ფრანგული ენა მშობლიურია, არ ევალებათ ამ გამოცდაში მონაწილეობის მიღება, ხოლო საფრანგეთის იმ მოქალაქეებს, რომელთაც არ გააჩნიათ ფრანგული ენის საჭირო კომპეტენციები, შეუძლიათ თხოვნით მიმართონ DELF-DALF-ის კომისიას გამოცდაზე დაშვების საგანგებო უფლების თაობაზე. აღსანიშნავია ისიც, რომ ამ გამოცდაში საფრანგეთის ფრანგულენოვან მოქალაქესაც შეუძლია მონაწილეობის მიღება, ანუ კანონმდებლობა არც ამ კატეგორიას გამორიცხავს.

გამოცდის ჩაბარების მსურველს ჩაჭრის შემთხვევაში შეუძლია ხელახლა სცადოს ბედი და მცდელობათა რაოდენობა არაა შეზღუდული. ჩაბარებული გამოცდა იმ შემთხვევაში შეიძლება განმეორდეს, თუ კანდიდატი წინასწარ წერილობით იტყვის უარს მანამდე მიღებულ დიპლომზე. გამოსაცდელი პირის ეს უარი უკვე არსებულ დიპლომზე საბოლოოა და გადაწყვეტილების მოგვიანებით შეცვლის შემთხვევაში არ დაექვემდებარება უკუხმობას. ცალკეული ნაციონალური ჟიურის გადაწყვეტილებები ასევე არ ექვემდებარება ხელახალ გადახედვას, ან უკუხმობას.

DELF (Diplôme d'Études en langue française) დიპლომი ფრანგული ენის სწავლის შესახებ

რედაქტირება

დელფი 4 ნაწილისაგან შედგება:


A1 არის ელემენტარული დონე და ამიტომაც ენის შესწავლის დამწყებთათვისაა განკუთვნილი. A1 დონის დიპლომის მფლობელს შეუძლია მის გარშემო მყოფთა შესახებ საუბარი.

გამოცდა შედგება შემდეგი ნაწილებისაგან:

აუდირება: გამოსაცელი პირი მოისმენს მოკლე სიტუაციას (ხანგრძლივობით 3 წუთი), რომლის ბოლოს მან კითხვებზე უნდა შეძლო პასუხის გაცემა. აქ გაირკვევა თუ რამდენად კარგად შესძლო გამოსაცდელმა პირმა მოსმენილი სიტუაციის გაგება.
კითხვა: ამ შემთხვევაშიც 3-დან 5 დოკუმენტამდე შეირჩევა, რომედზედ გამოსაცდელ პირს პაუხების გაცემა მოუწევს.
წერა: გამოსაცდელი პირ შეავსებს ფორმულარს. გამოცდის ამ ნაწილში გასარკვევია, თუ რამდენად კარგად შეუძლია გამოსაცდელ პირს მარტივი ტექსტების (მაგ.; მისალოცი ბარათების მისთ.) წერა.
საუბარი: გამოსაცდელი პირი გაივლის გასაუბრებას გამომცდელებთან. სიმულირებული დაალოგი.
გამოცდის კოლექტიური ნაწილი გრძელდება დაახლოებით 30 წუთი, რომელსაც ემატება გამოცდის 80-წუთიანი ზეპირი ნაწილი.
ცალ-ცალკე 10 წუთი არის მოსამზადებელი დრო, ხოლო 5-7 წუთი გრძელდება გამოცდა. გამოცდის ყოველ ნაწილში სულ მცირე 5 ქულა მაინც უნდა დააგროვოს გამოცდელმა პირმა.

ყოველ ნაწილში შეიძლება მიღწეული იქნეს 25-25 პუნქტი. გამოცდა ჩაბარებულად ითვლება თუ მთლიანად 100-დან 50 ქულა მაინც დააგროვა გამოსაცდელმა პირმა.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება