ფრანგი ლეიტენანტის საყვარელი

ჯონ ფაულზის რომანი

ფრანგი ლეიტენანტის საყვარელი (ინგლ. The French Lieutenant's Woman) — ინგლისელი მწერლის, ჯონ ფაულზის, 1969 წლის პოსტმოდერნისტული ჟანრის ისტორიული რომანი.

„ფრანგი ლეიტენანტის საყვარელი“
ავტორი ჯონ ფაულზი
ენა ინგლისური ენა
გამომცემელი Jonathan Cape
გამოცემის თარიღი 1969

ნაწარმოებში მოქმედება ვიქტორიანული ეპოქის ინგლისში ვითარდება. წიგნი მოგვითხრობს დარვინის იდეებით გატაცებული ახალგზარდა არისტოკრატი ჩარლზ სმიტსონის ურთიერთობის შესახებ სარა ვუდრაფთან, ყოფილ გუვერნანტთან, რომელსაც ნაპირზე გამორიყულ ფრანგ ლეიტენანტთან უკანონო კავშირის შემდეგ საზოგადოება ცოდვილად შერაცხავს. სმიტსონი მდიდარი ვაჭრის ქალიშვილზე აპირებდა დაქორწინებას, თუმცა სარასთან შეხვედრა მისთვის საბედისწერო აღმოჩნდა. რომანმა ფაულზს ვიქტორიანული ლიტერატურაში ავტორიტეტის სტატუსი დაუმკვიდრა.[1]

„კოლექციონერისა“ (1963) და „გრძნეულის“ (1965) შემდეგ „ფრანგი ლეიტენანტის საყვარელი“ ფაულზის მესამე რომანია. ჟურნალმა American Libraries იგი „1969 წლის გამორჩეულ წიგნებს“ შორის დაასახელა.[2] 2005 წელს რომანი მოხვდა ჟურნალი ტაიმის სიაში „100 საუკეთესო ინგლისურენოვანი რომანი 1923 წლის შემდეგ.“[3]

რომანის რეპუტაცია ნაწილობრივ მის პოსტმოდერნისტულ ღირებულებებს ეყრდნობა, რაც მეტაფიქციის, ისტორიოგრაფიის, მეტაისტორიის, მარქსიზმის კრიტიკისა და ფემინიზმის ელემენტებს მოიცავს. სტილისტური და თემატური თვალსაზრისით, რომანი ისტორიულ მეტაფიქციად მიიჩნევა.[4] წიგნში ასევე წამოჭრილია გენდერული საკითხები, რასაც ავტორი დამოუკიდებელ სარა ვუდრაფსა და სტერეოტიპულ მამაკაც პერსონაჟებს შორის კონტრასტის ჩვენებით ახერხებს.

1981 წელს რომანის მიხედვით ამავე სახელწოდების ეკრანიზაცია გადაიღეს, რომლის რეჟისორია კარელ რაისი, ხოლო სცენარი ჰაროლდ პინტერს ეკუთვნის. მთავარ როლებს მერილ სტრიპი და ჯერემი აიროსნი ასრულებენ. ფილმმა კრიტიკული აღიარება მოიპოვა და BAFTA-სა და ოქროს გლობუსის ჯილდოები მიიღო.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Warburton 166.
  2. „Notable Books of 1969“. American Libraries. 1 (3): 276–277. Mar 1970. JSTOR 25617844.
  3. „All Time 100 Novels“. Time. 16 October 2005. დაარქივებულია ორიგინალიდან — 19 October 2005. ციტირების თარიღი: 25 მაისი, 2010. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=-ში (დახმარება)
  4. Hutcheon 5.