ფრაატ II
ფრაატ II — პართიის მეფე არშაკიდების დინასტიიდან. ფრაატ II სამეფო ტახტზე მითრიდატე I-ის შემდეგ ავიდა, მისი მმართველობა დაიწყო ძვ. წ. 138 წელს, იგი ისტორიაში შევიდა, როგორც ბაბილონის ხელახლა დამპყრობელი. ფრაატი წინამორბედი მეფის მითრიდატე I-ის ვაჟი იყო, იგი ტახტზე ახალგაზრდა ავიდა, რის გამოც თავდაპირველად მას დედა რი-ნუ ეხმარებოდა ქვეყნის მართვაში. მისი მმართველობა ძვ. წ. 128 წელს დასრულდა, როდესაც სელევკიდებთან ბრძოლაში დაიღუპა, ფრაატ II-ის შემდეგ პართიის სამეფო ტახტზე არტაბან II ავიდა.
ფრაატ II | |
---|---|
ფრაატ II-ის მონეტა | |
პართიის მეფე | |
მმართ. დასაწყისი: | ძვ. წ. 138 |
მმართ. დასასრული: | ძვ. წ. 128 |
წინამორბედი: | მითრიდატე I |
მემკვიდრე: | არტაბან II |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | უცნობია |
გარდ. თარიღი: | უცნობია |
დინასტია: | არშაკიდების დინასტია |
მამა: | მითრიდატე I |
რელიგია: | ზოროასტრიზმი |