არტაბან II
არტაბან II — პართიის მეფე არშაკიდების დინასტიიდან. მას შემდეგ რაც ფრაატ II სელევკიდებთან ბრძოლას შეეწირა პართიის სამეფო ტახტზე არტაბან II ავიდა, მისი მმართველობა დაიწყო ძვ. წ. 128 წელს, იგი პართიის მეფის ფრიაპატის შვილი იყო. წინამორბედის მსგავსად არტაბანიც ბრძოლაში დაიღუპა, იგი აღმოსავლელ მომთაბარე ტომებთან ბრძოლას შეეწირა, მისი მმართველობა დასრულდა ძვ. წ. 123 წელს, მის შემდეგ კი პართიის სამეფო ტახტზე მითრიდატე II ავიდა.
არტაბან II | |
---|---|
არტაბან II-ის მონეტა | |
პართიის მეფე | |
მმართ. დასაწყისი: | ძვ. წ. 128 |
მმართ. დასასრული: | ძვ. წ. 123 |
წინამორბედი: | ფრაატ II |
მემკვიდრე: | მითრიდატე II |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | უცნობია |
გარდ. თარიღი: | უცნობია |
დინასტია: | არშაკიდების დინასტია |