ფოშტის საყდარი
ფოშტის საყდარი — არქიტექტურული ძეგლი სოფელ კისისხევის სამხრეთით, ოთხასიოდე მეტრის მანძილზე. თარიღდება გვიანი შუა საუკუნეებით.
ეკლესია დარბაზულია აფისიდიანი, ნაგებია რიყის ქვით ტლანქად. გამოყენებულია აგურიც შესასვლელი სამხრეთიდან აქვს. იგი კვადრატული აგურითაა გამოყვანილი, შესრულთაღოვანია და გარედან საფეხურით შეღრმავებულ, სწორკუთხა არეშია ჩასმული. შიგნით ღიობი ხის ძვლებით, თარაზულად იყო გადახურული აფსიდი ნახევარწრიულია. აფსიდის ცენტრში გაჭრილია დაბალი, თარაზულად გადახურული სარკმელი, რის აქეთიქით, აფსიდის ბოლოებთან ახლოს, თითო, მცირე ზომის, კვადრატული, ნიშაა. მსგავსი ნიშა დასავლეთ კედლის ჩრდილოეთ ნახევარშიცაა, იატაკიდან დაახლოებით 1,2 მეტრ სიმაღლეზე აფსიდში დგას მოზრდილი ტრაპეზი, რითც კედელზეა მიბჯენილი. აფსიდი გადახურულია კონქით. კონქის საპირე თაღი აგურითაა გამოყვანილი და ოდნავ შეისრული ფორმა აქვს. სგავსი ფორმისაა კამარაც. დარბაზის სამივე კედლის საფეხური გასდევს. დასავლეთით კედლის ზედა ნაწილში მცირე ზომის, სწორკუთხა სარკმელია. ეკლესიის შემორჩენილი კედლები გარედან სადაა, მოკლებულია დეკორატიულ სამკაულს კედლები დასრულებული იყო აგურით გამოყვანილ ლავგარდნით.
ლიტერატურა
რედაქტირება- საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 1-II, თბ., 2015. — გვ. 264.