ფოტოელემენტი
ფოტოელემენტი — ელექტრონული ხელსაწყო, რომელშიც მასზე დაცემული ოპტიკური გამოსხივების ენერგიის შთანთქმისას გენერირდება ემძ (ფოტოემძ) ან ელექტრული დენი (ფოტოდენი). ფოტოელემენტის მოქმედება ემყარება ფოტოელექტრონულ ემისიას ან შინაგან ფოტოეფექტს. ფოტოელემენტი რომლის მოქმედება ემყარება ფოტოელემენტის ემისიას, წარმოადგენს ორ ელექტროდიან ელექტროვაკუუმურ ხელსაწყოს. მისი ფოტოკათოდი და ანოდი (ელექტრონების კოლექტორი)მოთავსებულია ვაკუუმიამ ანდა აირსავსე მინის ან კვარცის კოლბაში. ფოტოკათოდზე დაცემული სინათლის ნაკადი იწვევს კათოდის ზედაპირიდან ელექტრონების ემისიას, ფოტოელემენტის წრედის ჩართვისას მასში სინათლის ნაკადის პროპორციული ფოტოდენი მიედინება. არსავსე ფოტოელემენტში აირის იონიზაციის შედეგად და აირში ზვავური ელექტრონული განმუხტვის წარმოქმნის გამო ფოტოდენი ძლიერდება. ფოტოელემენტი რომლის მოქმედება შინაგან ფოტოეფექტს ემყარება არის ნახევრად გამტარული ხელსაწყო, აქვს ჰომოგენური ელექტრულ–ხვრელური გადასასვლელი (p-n გადასასვლელი), ნახევრადგამტარიანი ჰეტერო გადასასვლელი ან ლითონ–ნახევრად გამტარის კონტაქტი. ასეთ ფოტოელემენტში ოპტიკური გამოსხივების შთანთქმისას იზრდება მუხტის მატარებლის – ელექტროობისა და ხვრელების რაოდენობა, გადასასვლელის ელექტრონული ველი მოქმედების შედეგად ხდება მათი სივრცული განცალკევება და წარმოიქმნება ფოტოემძ, წრედის ჩართვისას მასში ელექტრული დენი მიედინება.
ფოტოელემენტის მასალად იყენებენ: Se, gaAs, CdS, Ge, Si, და სხვა. ფოტოელემენტს ფართოდ იყენებენ ავტომარიკასა და ტელემექანიკაში, ფოტომეტრიაში, გაზომვის ტექნიკაში, მეტროლოგიაში, კინო და ფოტო ტექნიკაში, ფაქსიმილურ კავშირგაბმულობაში, აგრეთვე გამოსახულების ან სინათლის მიმღებად და სხვ. ნახევრად გამტარიან ფოტოელემენტს ხმარობენ მზის გამოსხივების ენერგიის უშუალო გარდაქმნისათვის ელექტრულ ენერგიად (მაგ., მზის ბატარეებში, ფოტოელექტრულ გენერატორებში).
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Howstuffworks.com: როგორ მუშაობს ფოტოელემენტი
- ფოტოელემენტის წარმოების ტექნოლოგიები
- მზის ენერგიის ლაბორატორია, საუტჰემპტონის უნივერსიტეტი
- ფოტოელემენტზე NASA-ს ინფორმაცია დაარქივებული 2009-09-27 საიტზე Wayback Machine.
- არის თუ არა შესაძლებელი მაღალეფექტიანი მზის ბატარეა? დაარქივებული 2011-08-08 საიტზე Wayback Machine.
- ნანოტექნოლოგიაზე დაფუძნებული მზის ბატარეების გაუმჯობესება