ფოსტამტის ხიდი
ფოსტამტის ხიდი (რუს. Почтамтский мост) — საფეხმავლო ხიდი სანქტ-პეტერბურგში მდინარე მოიკაზე. აკავშირებს ყაზანისა და საადმირალოს კუნძულებს. ეს არის ერთადერთი ჯაჭვის ხიდი სანქტ-პეტერბურგში. ხიდის სიგრძეა - 41,9 მეტრი, სიგანე - 2,1 მ.
ფოსტამტის ხიდი Почтамтский мост | |
---|---|
კოორდინატები | 59°55′50″N 30°18′03″E / 59.930472° ჩ. გ. 30.300825° ა. გ. |
მდებარეობა | სანქტ-პეტერბურგი |
ტიპი | საფეხმავლო |
მასალა | რკინა |
სიგრძე | 41,9 მ |
სიგანე | 2,1 მ |
გახსნის თარიღი | 1824 |
რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი |
მდებარეობა
რედაქტირებამდებარეობს სამეცხაოს შესახვევის დასაწყისში, მთავარი ფოსტამტის შენობასთან.
დინების ზემო მიმართულებით მდებარეობს ფანრების ხიდი, ხოლო ქვემოთ კი - პოცელუევის ხიდი.
უახლოესი მეტროს სადგურია „საადმირალო“.
სახელწოდება
რედაქტირებახიდს სახელი ეწოდა ახლოს მდებარე ფოსტამტის ქუჩის და ფოსტამტის შესახვევის მიხედვით. თავდაპირველად ხიდს ოფიციალურად უწოდებდნენ „პატარა ჯაჭვის ხიდი მოიკაზე“. თანამედროვე სახელწოდება მიანიჭეს 1851 წელს.
ისტორია
რედაქტირებაამ ადგილზე XVIII საუკუნის ბოლოდან მოქმედებდა ხის ხიდი.
არქიტექტორ ვ. ლ. ხრისტიანოვიჩის მონაწილეობით 1823 წელს მიიღეს და დაამტკიცეს ერთმალიანი ჯაჭვის ხიდის პროექტი. 1823 წლის 10 სექტემბერს ხის ხიდის ადგილზე ააგეს ახალი ხიდი ინჟინერ გ. მ. ტრეტერის ხელმძღვანელობით. ხიდის მშენებლობა გაგრძელდა 11 თვე.
1905 წელს ხიდის პროგრესირებად დეფორმაციასთან დაკავშირებით, რომელსაც თან დაერთო ეგვიპტის ხიდის ტრაგედია, ფოსტამტის ხიდი გაამაგრეს.
1953 წელს მალების ხის ნაწილები შეცვალეს მეტალის ნაწილებით.
1981-1983 წლებში ხიდს ისტორიული სახე დაუბრუნეს. ხიდის კონსტრუქცია კვლავ ერთმალიანი გახდა და ჯაჭვებიც დააბრუნეს.
2002 წელს ერთ-ერთი ჯაჭვი გაწყდა, რის მიზეზიც სავარაუდოდ გახდა ძალზედ დაბალი ტემპერატურა. 2003 წლის 29 დეკემბერს ხიდი სახელმწიფო კომისიამ რემონტის შემდეგ ჩაიბარა.
ლიტერატურა
რედაქტირება- Бройтман Л. И., Краснова Е. И. Большая Морская улица. — СПб.: Мим-Дельта, 2005. — 462 с. — ISBN 5-9524-1427-3.
- Бунин М. С. Мосты Ленинграда. Очерки истории и архитектуры мостов Петербурга — Петрограда — Ленинграда. — Л.: Стройиздат, 1986. — С. 85—86. — 280 с.
- Горбачевич К. С., Хабло Е. П. Почему так названы? О происхождении названий улиц, площадей, островов, рек и мостов Ленинграда. — 3-е изд., испр. и доп. — Л.: Лениздат, 1985. — С. 472. — 511 с.
- Горбачевич К. С., Хабло Е. П. Почему так названы? О происхождении названий улиц, площадей, островов, рек и мостов Санкт-Петербурга. — 4-е изд., перераб. — СПб.: Норинт, 1996. — С. 335. — 359 с. — ISBN 5-7711-0002-1.
- Новиков Ю. В. Мосты и набережные Ленинграда / Сост. П. П. Степнов. — Л.: Лениздат, 1991. — 320 с.
- Пунин А. Л. Повесть о ленинградских мостах. — Л.: Лениздат, 1971. — 192 с.
- Трач Н. В. «Цветные» мосты Северной Венеции // История Санкт-Петербурга. — СПб.: Нестор, 2009. — № 6 (52). — С. 66—70.
- Тумилович Е. В., Алтунин С. Е. Мосты и набережные Ленинграда. Альбом. — М.: Издательство Министерства Коммунального Хозяйства РСФСР, 1963. — 298 с.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Почтамтский мост //СПб ГБУ «Мостотрест»
- [მკვდარი ბმული] Почтамтский мост //Энциклопедия Санкт-Петербурга