პოცელუევის ხიდი
პოცელუევის ხიდი (რუს. Поцелуев мост) — საფეხმავლო და საავტომობილო ხიდი სანქტ-პეტერბურგში მდინარე მოიკაზე, საადმირალოს რაიონში. აკავშირებს ყაზანისა და საადმირალოს მეორე კუნძულებს. ხიდის სიგრძეა - 41,5 მეტრი, სიგანე - 23,5 მ.
პოცელუევის ხიდი Поцелуев мост | |
---|---|
კოორდინატები | 59°55′42″N 30°17′42″E / 59.928333° ჩ. გ. 30.295° ა. გ. |
მდებარეობა | სანქტ-პეტერბურგი |
ტიპი | საფეხმავლო, საავტომობილო |
მასალა | რკინა |
სიგრძე | 41,5 მ |
სიგანე | 23,5 მ |
გახსნის თარიღი | 1738 |
რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი |
მდებარეობა
რედაქტირებახიდი ერთმანეთთან აკავშირებს გლინკას ქუჩას მოიკის დასავლეთ სანაპიროსთან. ხიდთან ახლოს მდებარეობს ახალი ჰოლანდიის კომპლექსი და ცენტრალური სამხედრო-საზღვაო მუზეუმი. ამ ხიდიდან ისააკის ტაძრის პანორამა არაერთხელ გამოუყენებიათ მხატვრებს.
დინების ზემო მიმართულებით მდებარეობს ფოსტის ხიდი, ხოლო ქვემოთ კი - კრასნოფლოტის ხიდი.
უახლოესი მეტროს სადგურია (1,3 კმ) „სადოვაია“.
სახელწოდება
რედაქტირებახიდის სახელწოდება ცნობილია 1790 წლიდან. იგი ეწოდა მესამე გილდიის ვაჭრის ნიკიფორე პოცელუევის გვარის მიხედვით, რომელსაც ეკუთვნოდა სახლი მდინარე მოიკის სანაპიროზე გლინკას ქუჩის კუთხეში.
ისტორია
რედაქტირებათავდაპირველად, XVIII საუკუნის პირველ ნახევარში ხიდის ადგილზე მოქმედებდა ბორანი, რომელიც მოქალაქეებმა საკუთარი ფინანსებით ააგეს.
1738 წელს მდინარე მოიკის სანაპიროს გრანიტით გაფორმებასთან დაკავშირებით ამ ადგილზე ააგეს საფეხმავლო ხის ხიდი.
1768 წელს ხიდი გადააკეთეს და მისი კონსტრუქცია გახდა ერთმალიანი, რომელიც ქვის საყრდენებზე იდგა.
1808-1816 წლებში ხიდი გადააკეთეს უილიამ გესტეს ტიპური პროექტის მიხედვით, ხოლო 1952 წელს ხიდი ალექსანდრ როტაჩის პროექტით გადააკეთეს.
ლიტერატურა
რედაქტირება- Блэк И., Ротач А. Чугунные арочные мосты в Ленинграде // Архитектурное наследство. — 1955. — № 7. — С. 143—156.
- Бройтман Л. И., Краснова Е. И. Большая Морская улица. — СПб.: Мим-Дельта, 2005. — 462 с. — ISBN 5-9524-1427-3.
- Бунин М. С. Мосты Ленинграда. Очерки истории и архитектуры мостов Петербурга — Петрограда — Ленинграда. — Л.: Стройиздат, 1986. — С. 85—86. — 280 с.
- Новиков Ю. В. Мосты и набережные Ленинграда / Сост. П. П. Степнов. — Л.: Лениздат, 1991. — 320 с.
- Пунин А. Л. Повесть о ленинградских мостах. — Л.: Лениздат, 1971. — 192 с.
- Трач Н. В. «Цветные» мосты Северной Венеции // История Санкт-Петербурга. — СПб.: Нестор, 2009. — № 6 (52). — С. 66—70.
- Тумилович Е. В., Алтунин С. Е. Мосты и набережные Ленинграда. Альбом. — М.: Издательство Министерства Коммунального Хозяйства РСФСР, 1963. — 298 с.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Поцелуев мост //СПб ГБУ «Мостотрест»
- [https://web.archive.org/web/20190403024351/http://encspb.ru/object/2804006420 დაარქივებული 2019-04-03 საიტზე Wayback Machine. Поцелуев мост] //Энциклопедия Санкт-Петербурга