კრასნოფლოტის ხიდი

კრასნოფლოტის ხიდი (რუს. Краснофлотский мост) — საფეხმავლო ხიდი სანქტ-პეტერბურგში მდინარე მოიკაზე, საადმირალოს რაიონში. აკავშირებს ყაზანისა და საადმირალოს მეორე კუნძულებს. ხიდის სიგრძეა - 29,8 მეტრი, სიგანე - 2,8 მ.

კრასნოფლოტის ხიდი
Краснофлотский мост
კოორდინატები 59°55′41″N 30°17′38″E / 59.927961° ჩ. გ. 30.294022° ა. გ. / 59.927961; 30.294022
მდებარეობა სანქტ-პეტერბურგი
ტიპი საფეხმავლო
მასალა რკინა
სიგრძე 29,8 მ
სიგანე 2,8 მ
გახსნის თარიღი 1876

მდებარეობა

რედაქტირება

ხიდი მდებარეობს კრიუკოვის არხის მარცხენა სანაპიროზე, № 2 და № 4 სახლებს შორის. ქმნის ანსამბლს კრიუკოვს არხზე, ახლოს მდებარე მატვეევის ხიდთან. ხიდთან ახლოს მდებარეობს ახალი ჰოლანდიის კომპლექსი და ცენტრალური სამხედრო-საზღვაო მუზეუმი.

დინების ზემო მიმართულებით მდებარეობს პოცელუევის ხიდი, ხოლო ქვემოთ კი - ხრაპოვიცკის ხიდი.

უახლოესი მეტროს სადგურებია „სადოვაია“, „სენის მოედანი“ და „სპასკაია“.

სახელწოდება

რედაქტირება

კრასნოფლოტის ხიდს 1870-იანი წლებიდან 1930-იან წლებამდე ოფიციალური სახელი არ ჰქონია. 1915 წელს უწოდებდნენ პონტონის ხიდს, ასევე არსებობდა სახელწოდება სტარო-კონოჩნის ხიდი. 1960 წელს აგებულ საფეხმავლო ხიდს უწოდეს კრასნოფლოტის ხიდი, შორიახლოს მდებარე სამხედრო ყაზარმების გამო, სადაც 1920-1930-იან წლებში ცხოვრობდნენ საბჭოთა კავშირის სამხედრო-საზღვაო ფლოტის მატროსები - წითელფლოტელები.

1876 წელს ამ ადგილზე ააგეს ახალი ხიდი, რომელიც გათვალისწინებული იყო კონკას სასიარულოდ, ფეხით გადასვლა აკრძალული იყო. 1910-იან წლებში პოცელუევის ხიდზე ტრამვაის ხაზის გაყვანის შემდეგ ხიდმა სატრანსპორტო დანიშნულება დაკარგა და 1930-იან წლებში დაშალეს.

ამჟამად მოქმედი ხიდი ააგეს 1959-1960 წლებში მდინარე მოიკაზე სათბობის მილების გაყვანასთან დაკავშირებით. ხიდის პროექტი შეადგინა ლენენერგოს ინჟინერმა ა. ა. კულიკოვმა და არქიტექტორმა ლევ ნოსკოვმა. ხიდი ერთმალიანია და მეტალისგანაა აგებული. სავალი ნაწილი მოასფალტებულია.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Новиков Ю. В. Мосты и набережные Ленинграда / Сост. П. П. Степнов. — Л.: Лениздат, 1991. — 320 с.
  • Тумилович Е. В., Алтунин С. Е. Мосты и набережные Ленинграда. Альбом. — М.: Издательство Министерства Коммунального Хозяйства РСФСР, 1963. — 298 с.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება