ხრაპოვიცკის ხიდი
ხრაპოვიცკის ხიდი (რუს. Храповицкий мост) — საფეხმავლო და საავტომობილო ხიდი სანქტ-პეტერბურგში მდინარე მოიკაზე, საადმირალოს რაიონში. აკავშირებს კოლომენისა და საადმირალოს მეორე კუნძულებს. ხიდის სიგრძეა - 45,4 მეტრი, სიგანე - 20,5 მ.
ხრაპოვიცკის ხიდი Храповицкий мост | |
---|---|
კოორდინატები | 59°55′45″N 30°17′07″E / 59.929056° ჩ. გ. 30.285208° ა. გ. |
მდებარეობა | სანქტ-პეტერბურგი |
ტიპი | საფეხმავლო, საავტომობილო |
მასალა | რკინა-ბეტონი |
სიგრძე | 45,4 მ |
სიგანე | 20,5 მ |
გახსნის თარიღი | 1737 |
მდებარეობა
რედაქტირებახიდი აკავშირებს საადმირალოსა და ნოვო-საადმირალოს არხებს პისარევის ქუჩით. ხიდთან ახლოს მდებარეობს ახალი ჰოლანდიის კომპლექსი და დიდი თავადის ალექსი ალექსანდრეს ძის სასახლე.
დინების ზემო მიმართულებით მდებარეობს კრასნოფლოტის ხიდი, ხოლო ქვემოთ კი - გემების ხიდი.
უახლოესი მეტროს სადგურებია „სადოვაია“, და „საადმირალო“.
სახელწოდება
რედაქტირება1738 წლიდან 1753 წლამდე ხიდს ეწოდებოდა ყვითელი ხიდი, საღებავის მიხედვით. 1753 წლიდან გალერების ან გემების ხიდი, ახლოს მდებარე გალერების ნავსადგურის გამო, რომელიც 1740 წელს გადაიტანეს ვასილევსკის კუნძულზე. 1798 წლის გეგმაზე ხიდს ეწოდება სინიავინის ხიდი. 1770 წლიდან ხიდს ეწოდა ხიდის ახლოს მდებარე სასახლის მფლობელის, ეკატერინე II-ის მდივნის ალექსანდრე ხრაპოვიცკის სახელი.
ისტორია
რედაქტირება1737 წლიდან აქ მოქმედებდა მრავალმალიანი ხის ხიდი, შუაში მვებარე გასახსნელი მალით. ხის ხიდი არაერთხელ გაარემონტეს (1875, 1894, 1907 წლებში). 1935 წელს მორიგი რემონტის დროს გასახსნელი მალა მუდმივი მალით ჩაანაცვლეს. 1965-1967 წლებში ინჟინერ ე. ა. ბოლტუნოვისა და არქიტექტორ ლევ ნოსკოვის პროექტის მიხედვით ხიდი გადააკეთეს და გახდა ერთმალიანი. ააგეს რკინა-ბეტონით. ხიდის სავალი ნაწილი მოასფალტებულია. მოაჯირები თუჯისაა.
ლიტერატურა
რედაქტირება- Новиков Ю. В. Мосты и набережные Ленинграда / Сост. П. П. Степнов. — Л.: Лениздат, 1991. — 320 с.
- Пунин А. Л. Повесть о ленинградских мостах. — Л.: Лениздат, 1971. — 192 с.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Храповицкий мост // СПб ГБУ «Мостотрест»
- Храповицкий мост დაარქივებული 2019-01-06 საიტზე Wayback Machine. // Энциклопедия Санкт-Петербурга