ფონტენუის ბრძოლა
ფონტენუის ბრძოლა — ავსტრიის მემკვიდრეობისათვის 1740-1748 წლების ომის ერთ-ერთი ბრძოლა საფრანგეთის არმიასა და ინგლის-ნიდერლანდები-ჰანოვერის ჯარებს შორის 1745 წლის 11 მაისს ბელგიის სოფელ ფონტენუის რაიონში. ფრანგებმა მოიგერიეს მოწინააღმდეგის შეტევები, თვითონ გადავიდნენ შეტევაზე და მტერი უკუაქციეს. მოკავშირეებმა დაკარგეს 14 ათასამდე კაცი, ფრანგებმა — დაახლოებით 6 ათასი.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 365.