ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ფოლგენის შეღებვა — შეღებვის ტექნიკა, რომელიც შეიმუშავა რობერტ ფოლგენმა და გამოიყენებოდა ჰისტოლოგიაში უჯრედის ნიმუშებში ქრომოსომული მასალის ან დნმ-ის იდენტიფიცირებისთვის. მეთოდი დამოკიდებულია დნმ-ის მჟავა ჰიდროლიზზე, ამიტომ თავიდან უნდა იქნას აცილებული ფიქსატორების გამოყენება, რომლის შემადგენლობაშიც შედიან ძლიერი მჟავები.

ნიმუში მუშავდება თბილი (60 °C) მარილმჟავათი, შემდეგ შიფის რეაგენტით. საბოლოოდ, იგი დეჰიდრატირდება ეთანოლით, იწმინდება ქსილენით და მონტირება ხდება ფისოვან მედიუმში.

დნმ იღებება წითლად, ფონი, თუკი ხდება კონტრასტირება - მწვანედ.

ამ ტექნიკის გამოყენებითაა დადგენილი, რომ ინტერფაზური უჯრედები შედგება ორი პოპულაციისგან, დიპლოიდური დნმ-ით და ტეტრაპლოიდური დნმ-ით (ორი სრული გენომი), რა დროსაც ბირთვები იდენტური ჩანდა, თუმცა მათი ნაწილი შეიცავდა ორჯერ მეტ დნმ-ს. ამან გამოიწვია უჯრედული ციკლის ინტერფაზური პერიოდის დაყოფა G1, S და G2 ფაზებად.[1]

  1. The Feulgen Procedure for DNA, Adolphus College. ციტირების თარიღი: 2006-08-30