ინტერფაზა (ლათ. inter „შორის“, ბერძ. phasis „გამოჩენა“) — უჯრედის მდგომარეობა ორ მიტოზურ გაყოფას შორის. ინტერფაზის დროს ადგილი აქვს უჯრედის მემკვიდრული ინფორმაციის რეალიზაციას, რაც გამოიხატება სპეციფიკური ცილების სინთეზში და უჯრედის ფუნქციური სპეციალიზაციის შესაბამისი სტრუქტურების წარმოქმნაში. ნერვულ უჯრედებში ინტერფაზა მოიცავს პერიოდს უჯრედის ბოლო გაყოფიდან მის სიკვდილამდე.

ლიტერატურა რედაქტირება

  • გ. გოგიჩაძე, გ. კანდელაკი, თ. გოგიჩაძე, „ბიოლოგიური და სამედიცინო ტერმინები და ცნებები“, თბ., 2011