ფოთოლეთის ეკლესიის ნაკაწრი წარწერები
ფოთოლეთის ეკლესიის ნაკაწრი წარწერები — ფოთოლეთის ეკლესიის წარწერების კორპუსი. ერთი ნაწილი გამოვლინდა 1939 წელს სიძველეთა კომიტეტის მიერ ჩატარებული არქეოლოგიური გათხრების დროს. შესრულებულია კანკელის მარცხენა ბოძს მთელ სიგრძეზე. წარწერების მეორე ნაწილი გამოვლინდა 2007-2008 წლებში მიმდინარე სარესტავრაციო სამუშაოების დროს ჩრდილოეთის გარშემოსავლელში, სამკვეთლოს დასავლეთით მდებარე აკლდამის გადამხურავ ქვის ფილაზე.[1]
ფოთოლეთის ეკლესის ძველი კანკელის ფრაგმენტები საქართველოს ხელოვნების მუზეუმში ინახება, ხოლო აკლდამის ქვის ფილა ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში.
წარწერები
რედაქტირებანიკოლოზის სავედრებელი წარწერა
რედაქტირებაწარწერა ამოკაწრულია საფლავის ქვის ფილის პირველი ფრაგმენტის ზედა მხარეს. ტექსტი შედგება სამი სიტყვისაგან. იგი ვინმე ნიკოლოზის მოსახსენებელია და ასე იკითხება
„ქ(რისტ)ე შ(ეიწყალ)ე ნიკოლოზ“
|
შალვას სავედრებელი წარწერა
რედაქტირებაწარწერა ამოკაწრულია საფლავის ქვის ფილის II და III ფრაგმენტების ზედა მხარეს. ტექსტი შედგება თერთმეტი სიტყვისაგან. იგი ვინმე შალვას მოსახსენებელ ტექსტს წარმოადგენს და იკითხება ასე:
„ქ. უფალო შ(ეიწყალ)ე საწყალობელ{ი} სული შალვასი, ლოცვა ყავთ, ღ(მრ)თისათუ{ი}ს, ღ(მრ)თისა მოყ{უ}არენო.“
|
იოვანეს სავედრებელი წარწერა
რედაქტირებაწარწერა ამოკაწრულია დაზიანებული ქვის ფილაზე. ტექსტი შედგება სამი სიტყვისაგან. იგი ვინმე იოვანეს მოსახსენებელია და იკითხება ასე:
„ქ(რისტ)ე შ{ეიწყალ}ე ი{ო}ვანე“
|
მნათეს სავედრებელი წარწერა
რედაქტირებაწარწერა ამოკვეთილია დაზიანებული ქვის შუა წელზე, სამივე ფილაზე. ტექსტი შედგება რვა სიტყვისაგან. იგი ვინმე მნათეს ანუ სტიქაროსანის მოსახსენებელია და ასე იკითხება:
„ღ(მერ)თმ(ა)ნ ნუ შეუდნეს ცოდვანი მნ{ა}თესა, რ{ომე}ლ ცხოარ არს.“
|
შარიაქას სავედრებელი წარწერა
რედაქტირებაწარწერა ამოკვეთილია დაზიანებული ქვის პირველ ფილაზე. ტექსტი შედგება ოცდაორი სიტყვისაგან. იგი ვინმე შარიაქას სავედრებელ ტექსტს წარმოადგენს და ასე იკითხება:
„ქ. წმიდა გ(იორგ)ი შეიწყალე მონაი შენი შარიაქა და შეუნდვენ ცოდვანი და სხუანი ზრახვიენ რაი. მე გრქოა შენ, გონიერო ხეო, [უ]ფალო, შუენიერო სამყარო.“
|
თორნიკეს სავედრებელი წარწერა
რედაქტირებაწარწერა ამოკვეთილია დაზიანებული ქვის მეორე და მესამე ფილაზე. ტექსტი შედგება ოთხი სიტყვისაგან. იგი ვინმე თორნიკეს სავედრებელ ტექსტს წარწმოადგენს და იკითხება ასე:
„წ(მიდა)ო გ(იორგ)ი შ(ეიწყალ)ე თორნიკ.“
|
სავედრებელი წარწერის ფრაგმენტი
რედაქტირებაწარწერა ამოკაწრულია დაზიანებული ქვის მეორე ფილაზე. ტექსტი შედგება ორი სიტყვისაგან და ასე იკითხება:
„ქ(რისტ)ე ღ(მერ)თო.“
|
ლიტერატურა
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ ხვისტანი რ., მასალები საქართელოს ქრისტიანული არქეოლოგიისათვის, თბ. 2009, გვ. 98