ფოთოთი
ფოთოთი (ლათ. Geranium psilostemon, syn. Geranium armenium Boiss.) — იშვიათი ბალახოვანი მცენარე ნემსიწვერასებრთა ოჯახისა. ძირითადად გავრცელებულია ჩრდილო-აღმოსავლეთ თურქეთსა და დასავლეთ საქართველოს სუბალპურ და ალპურ ველებში. მნახველს ხიბლავს გამორჩეული სილამაზით. ევროპაში ფოთოთს იცნობენ შავთვალა გერანის სახელითაც.
ფოთოთი | ||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| ||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||
| ||||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||||
Geranium psilostemon | ||||||||||||
|
ფოთოთი მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარეა, 80 სმ-მდე სიმაღლისა. ფოთლები ხუთკუთხაა, თითქმის ძირამდეა ჩაკვეთილი 5-7 სეგმენტად. ყვავილედი ცოტაყვავილიანია; გვირგვინის ფურცლები 22 მმ-მდე სიგრძისაა, მეწამულ-წითელი, მოშავო ძარღვებით და ძირთან შავი ლაქით.
იზრდება სუბალპურ და ალპურ სარტყელებში, მდელოებზე, მაღალბალახეულობაში და დეკიანებში.
ლიტერატურა
რედაქტირება- დარეჯან მცხვეთაძე, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის თაიგული, თბ., 2001