ფლოიდ კრემერი
ამ სტატიაში არ არის მითითებული სანდო და გადამოწმებადი წყარო. |
ფლიდ კრემერი (Floyd Cramer; დ. 27 ოქტომბერი, 1933 — გ. 31 დეკემბერი, 1997) — ამერიკელი პიანისტი, რომელიც „ნეშვილ საუნდის“ ერთ-ერთი არქიტექტორი იყო. მან პოპულარიზაცია გაუწია ე. წ. ფორტეპიანოზე ნოტების სრიალის სტილს, რომლის დროსაც ერთი ნოტი მეორეზე სრიალით გადადის. ეს ერთგვარი გადახვევა იყო 1950-იანი წლების ბოლო გაბატონებული "პერკუსიული" დაკვრის სტილიდან.
კრემერი ლუიზიანაში დაიბადა და არკანზასში გაიზარდა. პიანინოზე დაკვრა თავად ისწავლა. საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ მშობლიურ ქალაქ შრივპორტში დაბრუნდა, სადაც პიანისტად მუშაობდა რადიო შოუსთვის „ლუიზიანა ჰეირაიდ“. კრემერი ნეშვილში 1955 წელს გადავიდა. იმ პერიოდში ქანთრის მუსიკაში ფორტეპიანოს აკომპანემენტი მოდაში შემოდიოდა და მომდევნო ორი წელიდაწი და საკუთარი თქმით „დღე და ღამე საფორტეპიანო სესიებში“ მონაწილეობდა. სულ მცირე ხანში კრემერი ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული სტუდიური მუსიკოსი გახდა ამ ინდუსტრიაში, უკრავდა რა ისეთი ვარსკვლავებისთვის, როგორიც იყვნენ ელვის პრესლი, ბრენდა ლი, პატსი კლაინი, ჯიმ რივზი, ედი არნოლდი, როი ორბისონი, დონ გიბსონი და მრავალი სხვა. პრესლის პირველი ნაციონალურ ჰიტში „Heartbreak Hotel“ კრემერის ფორტეპიანოს აკომპანემენტი ჟღერს. მიუხედავად ამისა, კრემერი მხოლოდ სტუდიური მუსიკოსი დარჩა და თითქმის უცნობი იყო ყველასთვის, გარდა ინდუსტრიის ინსაიდერებისა.