ფლექსურა (ლათ. flexura – გაღუნვა, გამრუდება) — ტექტონიკური სტრუქტურა, რომელიც წარმოადგენს დედამიწის ქერქის ამგები ქანების შრეთა საფეხურებისებრ გაღუნვას. ფლექსურა შედგება 5 ელემენტისაგან: 2 გადაღუნვისა და 3 ფრთისაგან (2 კიდური და ერთიც გადაღუნვებს შორის). ფრთების განლაგების მიხედვით განარჩევენ მარტივ, თანმხლებ და შემხვედრ ფლექსურებს; გადაღუნვებს შორის არსებული ფრთის განლაგების მიხედვით – ვერტიკალურ, დახრილ და ჰორიზონტულ ფლექსურებს.

ზომები მერყეობს რამდენიმე მეტრიდან რამდენიმე კილომეტრამდე. განსაკუთრებით მსხვილი ფლექსურები გვხვდება ბაქნების კიდეებსა და სინეკლიზებზე. ხშირად გავლენას ახდენს ნალექთწარმოშობის პროცესებზე. ზოგჯერ მასთან დაკავშირებულია ნავთობის საბადოები.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება