ფი-სიუ
ფი-სიუ (ჩინ.: 貔貅) — ჩინური მითოლოგიური ჰიბრიდული არსება, ფენგშუის ხელოვნებაში ის ითვლება ძლევამოსილ არსებად. ის ჰგავს ფრთიან ლომს. ფი-სიუ არის დედამიწისა და ზღვის ცვლილება, განსაკუთრებით თვლიან სიმდიდრის მომტან არსებად. ამბობენ, რომ ამ არსებას მიდრეკილება არქვს მხოლოდ ოქროსთან და ვერცხლთან. აქედან გამომდინარე, ტრადიციულად ჩინელებისთვის, ფი-სიუ მუდად ითვლებოდა კეთილშობილ არსებად, რომელიც ფლობს მისტიურ ძალას ხატოს ცაი ცი (財氣 სიმდიდრე) ყველა მხრიდან.
ფი-სიუ მრისხანე, მაგრამ ბედნიერების მომტანი ცხოველი, დრაკონის შვილი იყო. მას ჰქონდა დრაკონის თავი, ცხენის ტანი, ცილინის ფეხები, გრძელი წვერი და ფრთები. ფენგშუის ხელოვნებაში ის ასევე განასახიერებდა არასასურველი ზეგავლენისაგან გათავისუფლებას. სწორედ ამიტომ მასპინძლებს აუცილებლად უნდა ჰქონოდათ ავეჯზე ფი-სიუს ქანდაკება ან გამოსახულება. მიიჩნევა, რომ ნეფრიტისაგან დამზადებული ფი-სიუს ქანდაკება სწორედ საფრთხის თავიდან აცილებას ემსახურება.
არსებობს ორი განსხვავებული სახის ფი-სიუ. განსხვავება მათ რქებშია. ერთს, რომელსაც აქვს ორი რქა უწოდებენ ფი-იას (辟邪) და მეორეს ერთი რქით თიან ლუს (天祿) (ფი ჩენი).
- თიან ლუ (天祿) - პასუხისმგებელია სიმდიდრეზე. თიან ლუს ქანდაკება ოფისში ან სახლში, როგორც ამბობენ სიმდიდრის შენარჩუნებას ემსახურება.
- ფი-ია - ეშმაკის ანარეკლი. ასევე სჯერათ, რომ ფი-იას აქვს უნარი დაეხმაროს ყველას, რომელიც იტანჯებიან ცუდი ფენგ შუით, რომელიც იკავშირდება დიდებული იუპიტერის განაწყენებით (აგრეთვე ცნობილი როგორც თაი სუი (太岁)).
დღესდღეობით, ფი-სიუ არის ნეფრიტის სამკაულების პოპულარული დიზაინი.
მახასიათებლები
რედაქტირებაფი-სიუ დაფარულია მოთეთრო-ნაცრისფერი ბეწვით, აქვს ჩინური დრაკონის თავი, მაგრამ ჩვეულებრივ გამოსახულია მხოლოდ ერთი რქით. უძველეს ჩინურ ნახატებში ფი-სიუ ერთი რქით გამოსახავდა კაცს, ხოლო ორი რქით ქალს. დღესდღეობით სურათებში, როგორც ჩინური ფენიქსი, ფი-სიუც წარმოდგენილია მხოლოდ ერთი სქესის. ფი-სიუს აქვს წინ წამოწეული თვალები და მახვილი კბილები. მას აქვს ლომის სხეული და ცილინის ფეხები. ფი-სიუს პოზის დანახვისას, ამ არსებაზე გექმნება ელეგანტურობის, სიძლიერისა და არამუდმოვობის განწყობა. მისი აშკარა დამახასიათებელი არის მისი ცხიმი, რომელიც მიუთითებს სავსე მუცელზე, რაც მიანიშნებს შეუზღუდავი რაოდენობის წარმატებაზე. მას თავზე აქვს ერთი რქა და წყვილი ფრთები. ანალოგიურად მას აქვს დიდი ღია პირი, რომელიც მზადაა ხარბად დაეწაფოს ბედნიერებას. სწორედ ამიტომ, ხშირად ფი-სიუს ქანდაკება აქვთ სახლებში, რათა მიიღონ და შეინარჩუნონ წარმატება და ბედნიერება.
ზოგადად სჯერათ, რომ უფრთო ფი-სიუ ეხმარება სიმდიდრის ძიებაში, როდესაც ფრთოსანი ფი-სიუ ეხმარება სტუდენტებს სწავლის გაღრმავებაში.
მათი მსგავსი შეხედულებების გამო, ფი-სიუ ხშირად ერევათ ცილინში და ფუ ძაღლებში.
მითოლოგია
რედაქტირებამითი ფი-სიუზე მოგვითხრობს, რომ ამ არსებამ დაარღვია ზეცის კანონი, ამიტომ იმპერატორმა ნეფრიტმა დასაჯა ის. დაუნიშნა მას მხოლოდ ოქროს დიეტა და დაღი დაასვა მის ანალურ ღარს. ამით ფი-სიუს შეუძლია მხოლოდ ოქროს ჭამა, მისი ორგანიზმიდან გამოდევნა კი — არა. ეს არის ფი-სიუს სტატუსის წარმოშობა, როგორც სიმბოლო სიმდიდრის შენარჩუნებისა და მიღების.
ფი-სიუ არის სასტიკი არსება. დიდ ეშვებს იყენებს დემონებისა და ბოროტი სულების თავდასხმისთვის. ფი-სიუ ასევე იცავს დაავადებებისგან, რომელიც გამოწვეულია ბოროტი სულების ზემოქმედებით.
ფი-სიუს მრისხანე და ძლევამოსილი ბრძოლის გამო, ის უძველეს ჩინეთში იყო არმიის სინონიმი.
ფენგ შუი
რედაქტირებაფი-სიუ არის ზეციური ვარიანტით განსაკუთრებით ძლიერი და ბედნიერების ხელშემწყობი არსება. ამბობენ, რომ მას აქვს ძალა დაეხმაროს ცუდი ფენშუის მქონე ადამიანებს, რომლებმაც გაანაწყენეს დიდებული ჰერცოგი იუპიტერი (თაი სუი). 2005 წელს დიდებული ჰერცოგი ცხოვრობდა დასავლეთში, ასე რომ კურდღლის წელში დაბადებულებს ექნებათ კონფლიქტი მასთან. ფენგ შუის პრაქტიკოსებმა უნდა უზრუნველყონ ფი-სიუს დანახვა დასავლეთში, რომ დააწყნარონ თაი სუი. ფი-სიუ ასევე უნდა იყოს სახლებში, რომელებმაც გადაიტანეს უიღბლობის პერიოდი სახლის გამოცვლის გამო. 2006 წელს თაი სუიმ გადაინაცვლა ჩრდილო-დასავლეთით. მისი ზუსტი პოზიცია 2006 წელს იყო ჩრდილო-დასავლეთი.
ჩინეთის ისტორიის განმავლობაში, ფი-სიუ ხშირად გამოიყენებოდა უძველეს არქიტექტურაში, რათა განედევნათ ინ ცი (陰氣) და გამოეყენებინათ ხელშემწყობი ცი. ფი-სიუს ქანდაკებები ჩვეულებრივ მნიშვნელოვანი ადამიანების სახლების სახურავის ოთხ კუთხეში დგას, როგორიცაა მაგალითად იმპერატორის სასახლე. ძველ ჩინეთში ფი-სიუს ქანდაკებები ასევე გამოიყენებოდა საფლავის მფარველად.
- ფი ია- უნდა იდგეს სახლის გარეთ. ფი იას დაზიანებული სახლის ან ოფისის არეში დადგმით შეიძლება უბედურებისა და კატასტროფების თავიდან აცილება.
- თიან ლუ- სიმდიდრის მომტანი, შეიძლება მოათავსოთ სასურველი სიმდიდრის არეაში, როგორიცაა მიმზდიველი სიმდიდრის არეა ან დაგროვებითი სიმდიდრის არეა. არ განათავსოთ თიან ლუ უშუალოდ ნებისმიერის პირის საწინააღმდეგო პოზიციაზე. იდეალურ შემთხვევაში თიან ლუ არ უნდა განთავსდეს იატაკზე, მაგრამ ეს არ უნდა იყოს ადგილი, სადაც თვალი მას ვერ მისწვდება.
არასდროს უნდა შეეხოთ ფი-სიუს პირს, რადგან შეხება პირზე დაანდგრევს მთელ სიმდიდრეს.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- [1] დაარქივებული 2016-03-03 საიტზე Wayback Machine. at [2] დაარქივებული 2016-12-10 საიტზე Wayback Machine.