ფიჭვის დისცინა
ფიჭვის დისცინა (ლათ. Discina ancilis) — დისკოსებრი, თეფშისებრი, უსწორმასწორო, დანაოჭებული ზედაპირით, 5-17 სმ დიამეტრის, მოყავისფრო-მოვარდისფერო, ზემოდან გლუვი, ხორცისფერი, ქვემოდან მოთეთრო-მონაცრისფერო, ხავერდოვანი, ხრტილოვან-ცვილისებრი, ძირში პატარა, 0,5-1 სმ სიგრძის ფეხით ან მის გარეშე.
ფიჭვის დისცინა | |||||||
---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||
| |||||||
ლათინური სახელი | |||||||
Discina ancilis | |||||||
|
მისი რბილობი არის ხორცოვან-ხრტილოვანი, მყიფე, მოთეთრო-მოყავისფრო, უსუნო.
გავრცელებულია ევროპაში, აზიასა და ჩრდილოეთ ამერიკაში.
იჭმევა 15-20 წუთიანი თერმული დამუშავების შემდეგ, ნადუღი წყალი უნდა გადაიღვაროს, წინააღმდეგ შემთხვევაში, იწვევს საჭმლის მომნელებელი სისტემის მოშლას.
ლიტერატურა
რედაქტირება- ჯორჯაძე ი., საქართველოს სოკოები, საველე გზამკვლევი, CENN-ის გამომცემლობა, თბ., 2024, გვ. 132-133, ISBN 978-9941-8-4547-5