ფიცხელაურების კოშკი (პატარძეული)

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ფიცხელაურების კოშკი.

ფიცხელაურების კოშკი, მრიზიანთ კოშკი — არქიტექტურული ძეგლი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ პატარძეულის ჩრდილო-აღმოსავლეთით, მთის ფერდობზე. აგებულია XVIII საუკუნის მეორე ნახევარში. ეკუთვნოდა ფიცხელაურებს. ადგილობრივი მოსახლეობა მას მრიზიანთ კოშკსაც უწოდებს.

კოშკი ცილინდრულია, ხუთსართულიანი, ზემოთ შევიწროებული. ნაგებია რიყის ქვით. კონსტრუქციული ელემენტები აგურისაა. მხოლოდ მეორე სართულის კედლებია შიგნიდან შელესილი.

კოშკის ქვედა სამ სართულს კამაროვანი გადახურვა აქვს. მეოთხე და მეხუთე სართულებს ხის კოჭოვანი, ბრტყელი გადახურვა ჰქონია. სართულებს შორის კავშირი კედელში მოქცეული კობითაა შესაძლებელი. პირველი სართული დამხამარე დანიშნულებისაა. იგი შიგნიდანაც მრგვალია. და კამარაში მოქცეული. მეორე სართული გეგმით რვაწახნაგაა. გადახურულია აგურის კამარით. მესამე სართული გუმბათოვანი კამარით გადახურული, წრიული ოთახია. კოშკის მეოთხე და მეხუთე სართულები საბრძოლო დანიშნულებისა იყო. მეოთხე სართულზე შემორჩენილია ოთხი სალოდე და ერთი საზარბაზნე, რომელთა შორის ერთი ან ორი დახრილი სათოფურებია. მეხუთე სართულის შემორჩენილ კედლში მხოლოდ სათოფურებია.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  •   კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 6845

ლიტერატურა

რედაქტირება