ფიულანე ხათუნი
ფიულანე ხათუნი (დ. 1496 — გ. 1550[1]) — ოსმალეთის სულთნის სულეიმან I-ის პირველი ხარჭა. შეჰზადე მაჰმუდის დედა.
ფიულანე ხათუნი | |
---|---|
მშობლიური სახელი | Fülane Hatun |
დაბადების თარიღი | 1496 |
გარდაცვალების თარიღი |
1550 სტამბოლი |
მეუღლე(ები) | სულეიმან I |
შვილ(ებ)ი | შეჰზადე მაჰმუდი |
ბიოგრაფია
რედაქტირებაფიულანე ხათუნის ზუსტი წარმოშობა უცნობია. სულეიმანის ჰარემში მაშინ აღმოჩნდა, როდესაც ის სარუჰანის სანჯაყ-ბეი იყო. 1512 წელს სულეიმანს და ფიულანეს შეეძინათ ვაჟი, შეჰზადე მაჰმუდი.[2] მაჰიდევრან სულთნის ჰარემში მოსვლის შემდეგ, ფიულანე აღარ იყო სულეიმანის ფავორიტი ხარჭა. უფრო მეტიც, სულეიმანმა თავის მემკვიდრედ შეჰზადე მუსტაფა გამოაცხადა, რომელიც მაჰიდევრანისგან შეეძინა.
1521 წლის 19 ოქტომბერს შეჰზადე მაჰმუდი ყვავილის ეპიდემიით გარდაიცვალა.[3] ფიულანე ხათუნი ძველ სასახლეში გაგზავნეს, სადაც გაატარა უკანასკნელი დღეები.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Gabriele Mandel, Storia dell'harem, Rusconi, 1992, ISBN 8818880322, 9788818880328 Invalid ISBN.
- ↑ M. Çağatay Uluçay, Padişahların Kadınları ve Kızları, 1985. — გვ. 39.
- ↑ Uzunçarşılı, İsmail Hakkı, Osmanlı Tarihi, ტ. II, Ankara, 1983. — გვ. 401, ISBN 975-16-0012-X.