ალექსანდრე ფირცხალაიშვილი
ალექსანდრე ფირცხალაიშვილი (დ. 1888, ოზურგეთი — გ. 23 მარტი, 1965, თბილისი) — ქართველი საბჭოთა ისტორიკოსი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი (1942), პროფესორი (1945). საქართველოს სსრ-ის მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1961). 1915 წელს დაამთავრა კიევის უნივერსიტეტის ისტორიულ-ფილოლოგიური ფაკულტეტი. 1912 წელს უნივერსიტეტში სწავლის დროს კვალიფიკაციის ასამღლებლად მიავლინეს გერმანიაში, ჰაიდელბერგის უნივერსიტეტში. საქართველოში დაბრუნების შემდეგ ფირცხალაიშვილი ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას. 1929 წელს მიიწვიეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც მუშაობდა გარდაცვალებამდე. კითხულობდა ლექციების კურსს სსრკ-ის ხალხთა ისტორიაში. იკვლევდა XIX საუკუნის საქართველოს ისტორიას, აგრეთვე საქართველო-რუსეთის ურთიერთობას. აქვს ნაშრომები სკოლაში ისტორიის სწავლების შესახებ.
ალექსანდრე ფირცხალაიშვილი | |
---|---|
დაბადების თარიღი |
1888 ოზურგეთი |
გარდაცვალების თარიღი |
23 მარტი, 1965 თბილისი |
მოქალაქეობა | სსრკ |
პროფესია | ქართველი საბჭოთა ისტორიკოსი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. |
ლიტერატურა
რედაქტირება- უ. სიდამონიძე, ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 332.