ფირუზ დიაკონიძე
ფირუზ დიაკონიძე (დ. 30 აგვისტო, 1946, ქუთაისი) — ქართველი პედაგოგი, პოლიტიკოსი, ფილოსოფოსი.
ფირუზ დიაკონიძე | |
---|---|
დაბადების თარიღი | 30 აგვისტო, 1946 |
დაბადების ადგილი | ქუთაისი, საქართველოს სსრ, სსრკ |
მოქალაქეობა |
სსრკ → საქართველო |
განათლება | თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
ეროვნება | ქართველი |
1978 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი, ხოლო 1982 წელს — ასპირანტურა.
1963 წლიდან იყო ქუთაისის ლითოფონის ქარხნის მუშა, არასაუწყებო დაცვის დარაჯი, საქწიგნის მერვე ზონალური გაერთიანების წიგნის დამტარებელი, 1978 წლიდან ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწერობას, იყო ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უფროსი მასწავლებელი. 1990-1991 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი: მაჟორიტარი, ქუთაისის ავტომშენებელთა საარჩევნო ოლქი, საარჩევნო ბლოკი „მრგვალი მაგიდა-თავისუფალი საქართველო“, საქართველოს ჰელსინკის კავშირი, ჰუმანიტარულ და სოციალურ საკითხთა კომისიის წევრი.