ქუთაისის ლითოფონის ქარხანა

ქუთაისის ლითოფონის ქარხანაქიმიური მრეწველობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საწარმო საქართველოს სსრში. პირველი პროდუქცია გამოუშვა 1939 წელს. 1958-1967 წლებში ჩაუტარდა ძირეული რეკონსტრუქცია, რის შედეგადაც ლითოფონის წარმოების წლიური სიმძლავრე 40 ათას ტონამდე გაიზარდა. აწარმოებდა ლითოფონს, შაბიამანს სხვადასხვა სახეობის მინანქარს, ზეთის საღებავებს, სამუხრუჭე სითხეებს. მისი პროდუქცია იგზავნებოდა სსრკ-ს მოკავშირე რესპუბლიკებში და საზღვარგარეთის 16 ქვეყანაში.

ლიტერატურა რედაქტირება