ფინური შპიცი (ფინ. Suomenpystykorva) — ძაღლის ჯიში, რომელიც გამოყვანილია ფინეთში უძველეს ხანაში.

ფინური შპიცი
წარმოშობის ქვეყანა ფინეთი
თვისებები
წონა მდედრი 14-15 კგ
სიმაღლე მამრი 44-51 სმ
მდედრი 38-44 სმ
ბეწვი ჟღალი
სიცოცხლის
ხანგრძლივობა
12-14 წელი
ძაღლი (Canis lupus familiaris)

ფინური შპიცის მსგავსი ძაღლები, შესაძლოა თან ახლდნენ ფინელების წინაპრებს, როდესაც ისინი პირველად მივიდნენ თანამედროვე ფინეთის ტერიტორიაზე. საუკუნეების მანძილზე ეს ჯიში ფინეთის და კარელიის აღმოსავლეთ ნაწილში ბინადრობდა, რევოლუციის შემდეგ კარელიაში მცხოვრებ ძაღლებს კარელიურ-ფინურ ლაიკებს უწოდებდნენ.

ეს თითქმის კატასავით დამოუკიდებელი, შრომისმოყვარე და ფინეთში პოპულარული მონადირე ძაღლია. გააჩნია გასაოცარი ხმა, რაც კიდევ ერთი დადებითი თვისებაა მის დარაჯობის და ნადირობის ნიჭთან ერთად. ტყეში მიწაზე დგომისას, მას ესმის ფრინველის ფრთების ხმა და იმ ხესთან მიდის, რომელზეც ფრინველი დაჯდა, ამის შემდეგ განუწყვეტლივ ყეფს, სანამ მონადირე არ მოვა. ზუსტად ასევე ნადირობს შპიცი ციყვებზე.

დამოუკიდებელ და მამაც შპიცებს ძლიერ ყინვაშიც კი უყვარს მუშაობა. მას აქვს ძლიერი უკანა თათები, თითებს შორის ბეწვია, აქვს პატარა, წაწვეტებული ყურები, თვალები საშუალო ზომისაა, მუქი, ცოცხალი. კუდი ზურგისკენაა დახვეული. ეს წინდახედული, მაგრამ მხიარული, საშუალო ზომის ძაღლი ძალიან პოპულარულია დიდ ბრიტანეთსა და ჩრდილოეთ ამერიკაში.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: