ფინეას ო’კონელი
ფინეას ბერდ ო’კონელი (ინგლ. Finneas Baird O'Connell; დ. 30 ივნისი, 1997, ლოს-ანჯელესი), აგრეთვე ცნობილია როგორც FINNEAS )[1] — ამერიკელი მომღერალი, სიმღერების ავტორი, მუსიკალური პროდიუსერი და მსახიობი. შექმნილი აქვს მუსიკა სხვადასხვა შემსრულებლებისთვის, მათ შორის მისი დისთვის, ბილი აილიშისთვის.
ფინეას ო’კონელი | |
---|---|
მშობლიური სახელი | Finneas O'Connell |
დაბადების სახელი | ფინეას ბერდ ო’კონელი |
დაბადების თარიღი |
30 ივლისი, 1997 ლოს-ანჯელესი, კალიფორნია, აშშ |
მოქალაქეობა | აშშ |
საქმიანობა | |
აქტიური | 2011-დღემდე |
პარტნიორ(ებ)ი | კლავდია სულევსკი (2018-დღემდე) |
ნათესავები | ბილი აილიში |
ინსტრუმენტები |
|
ლეიბლები |
|
ასოციაციები |
|
ფინეას ო’კონელი დაიბადა და გაიზარდა ლოს-ანჯელესში, მსახიობ მეგი ბერდისა და მუსიკოს პატრიკ ო’კონელის ოჯახში. მას აქვს ირლანდიური და შოტლანდიური წარმომავლობა. სიმღერების წერა 12 წლის ასაკში დაიწყო.[2]
იგი არის ჯგუფ The Slightlys-ის წამყვანი ვოკალისტი და სიმღერების ავტორი. ო’კონელი ბილი აილიშის სადებიუტო EP Don't Smile at Me-ის თანაავტორი და თანაპროდიუსერია, რომელიც ბილბორდ 200-ის ჩარტში მეთოთხმეტე ადგილზე მოხვდა.[3][4]
ო’კონელმა შეასრულა შეინის როლი დამოუკიდებელ ფილმში Life Inside Out (2013).[5] იგი ასევე ცნობილია თავისი როლით Fox-ის ტელესერიალში „კლუბი.“[6] 2011 წელს მან შეასრულა სპენსერის როლი ფილმში „ცუდი მასწავლებელი“. მან ასევე განასახიერა ეპიზოდური როლი ABC-ის შოუში „ამერიკული ოჯახი“.
დისკოგრაფია
რედაქტირება- სინგლები
- „New Girl“ (2016)
- „(2017)
- „I'm in Love Without You“ (2017)
- „Heaven“ (2018)
- „Life Moves On“ (2018)
- „Landmine“ (2018)
- „Hollywood Forever“ (2018)
- „College“ (2018)
- „Luck Pusher“ (2018)
- „Let's Fall In Love For The Night“ (2018)
- „Claudia“ (2019)
- Blood Harmony (2019)
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Finneas. ციტირების თარიღი: 11 November 2018.
- ↑ Meet FINNEAS, Billie Eilish’s Big Brother and Your New Music Crush. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-01-28. ციტირების თარიღი: 2019-11-20.
- ↑ Billboard 200 Chart Moves: Billie Eilish's 'Don't Smile at Me' Hits New High.
- ↑ Billie Eilish Chart History.
- ↑ „When it's 'Life Inside Out,' they turn to music“. ციტირების თარიღი: 18 April 2018.
- ↑ Former Glee Actor-Musician Finneas O’Connell Talks About the Show’s Pop-Culture Legacy, His Adoration for Kesha and Why He Goes to ‘Desperate Measures’ for His Girlfriend | skyelyfe | Music & Lifestyle. დაარქივებულია ორიგინალიდან — 9 იანვარი 2018. ციტირების თარიღი: 14 February 2018.