ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ფილიპ ვიშნიჩი (სერბ. Филип Вишњић / Filip Višnjić; დ. 1767, გორნია-ტრნოვა, ოსმალეთის იმპერია (თანამედროვე ბოსნია და ჰერცეგოვინა) — გ. 1834, ვიშნიჩევო, ავსტრიის იმპერია (თანამედროვე სერბეთი)) — სერბი პოეტი და გუსლეზე დამკვრელი. მისი რეპერტუარი მოიცავს 13 ორიგინალურ ეპიკურ პოემას, სადაც აღწერილია სერბების პირველი აჯანყება ოსმალეთის იმპერიის წინააღმდეგ. მას ასევე შექმნილი აქვს ოთხი ინტერპრეტირებული ეპოსი სერბეთის ისტორიის სხვადასხვა პერიოდიდან.

ფილიპ ვიშნიჩი
სერბ. Филип Вишњић

იოსიფ დანილოვაცის 1901 წლის ნახატი, რომელზედაც ფილიპ ვიშნიჩია გამოსახული
დაბადების თარიღი 1767
დაბადების ადგილი გორნია-ტრნოვა, ოსმალეთის იმპერია (თანამედროვე ბოსნია და ჰერცეგოვინა)
გარდაცვალების თარიღი 1834
გარდაცვალების ადგილი ვიშნიჩევო, ავსტრიის იმპერია (თანამედროვე სერბეთი)
საქმიანობა პოეტი, გუსლეზე დამკვრელი
მოქალაქეობა  ოსმალეთის იმპერია
Magnum opus სერბული ეპიკური პოეზია (სხვა პოეტებთან ერთად)

უგლიევიკის მიმდებარე სოფელში დაბადებული ვიშნიჩი რვა-ცხრა წლის ასაკში ყვავილის ინფექციით დაავადდა და მხედველობა დაკარგა. მან ოჯახი ადრეულ ასაკში დაკარგა. 20 წლის ფილიპმა დაიწყო გუსლეზე დაკვრის შესწავლა და დაინტერესდა ეპიკური პოეზიით. ის წლების განმავლობაში დაეხეტებოდა ბალკანეთის ტერიტორიაზე და შემწეობას ითხოვდა. მისმა გადმოცემის უნარმა მრავალი წარჩინებული დააინტერესა და ვიშნიჩი 1797 წელს შეძლებული ოჯახის წარმომადგენელზე დაქორწინდა. 1809 წელს იგი ცოლ-შვილთან ერთად სერბეთში გადასახლდა, სადაც სერბეთის პირველი აჯანყება იხილა. იგი გამოდიოდა სამხედრო ბანაკებში, აჯანყებულების მორალურად გასაძლიერებლად და ქმნიდა ეპიკურ ლექსებს აჯანყების ისტორიის შესახებ. ოსმალებმა 1813 წელს აჯანყება ჩაახშეს, რის გამოც ფილიპი იძულებული გახდა ცოლ-შვილთან ერთად ავსტრიის იმპერიის მიერ კონტროლირებად სირმიაში, მდინარე სავას ჩრდილოეთით დასახლებულიყვნენ.

1815 წელს ფილიპის ეპიკური ლექსები გამოქვეყნდა სერბული ეპიკური პოეზიის კრებულში, რომელიც ვუკ კარაჯიჩმა შეადგინა. ის სირმიაში ცხოვრობდა 1834 წლამდე, გარდაცვალებამდე. სოფელ გრკის, სადაც ვიშნიჩი ოჯახთან ერთად გარდაცვალებამდე ცხოვრობდა პოეტის პატივსაცემად სახელი გადაერქვა და ვიშნიჩევო ეწოდა. ცნობილმა სერბმა სწავლულმა და ელინისტმა, მილოშ ჯურიჩმა ფილიპ ვიშნიჩს სერბი ჰომეროსი უწოდა.[1]

შემოქმედება

რედაქტირება
 
ფილიპ ვიშნიჩის ქანდაკება კრუშევაცში

ვიშნიჩი არ იყო ისეთივე წარმოატებული ბარდი, როგორებიც მისი თანამედროვეები იყვნენ. მას შექმნილი აქვს 13 ორიგინალურ ეპიკურ პოემა და ოთხი ინტერპრეტირებული ეპოსი. მისი ყველა შემორჩენილი პოემა დაიწერა სერბეთის პირველი აჯანყების დროს.[2] მისი ნამუშევრები აჯანყებას აღწერს და პოემებში მოქმედება გამოგონილი პირების გარშემო ვითარდება.[3] მთავარი თემას ოსმალეთის იმპერიის წინააღმდეგ ბრძოლა წარმოადგენს.[4] ვიშნიჩის 13 ორიგინალური ეპიკური პოემიდან ათში მოქმედება ხდება პოდრინიეში, მდინარე დრინას მიმდებარე ტერიტორიაზე.[3] საერთო ჯამში, მისი ოპუსი შედგება 5 001 სტრიქონისაგან.[2]

მემკვიდრება

რედაქტირება

ვიშნიჩი ითვლება გუსლეზე დამკვრელ ერთ-ერთ საუკეთესო პოეტად.[5] კარაჯიჩის მიერ სერბული ეპოსური პოეზიის კრებულების გამოქვეყნებით, ვიშნიჩის შემოქმედებას ევროპული საზოგადოების წევრებიც გაეცნენ, რომელთა მხრიდანაც პოეტის ნამუშევრებმა მოწონება დაიმსახურა.[6] თანამედროვე სერბეთში ეპიკური პოეზიის, როგორც გავლენიანი ხელოვნების ფორმის პოპულარობა თანდათანობით მცირდება. XX საუკუნის ლიტერატურათმცოდნე, სვეტოზარ კოლიევიჩი ფილიპის შემოქმედებას „ეპიკური ტრადიციის გედის სიმღერას“ უწოდებს.[7]

ყოველ ნოემბერს, გორნია ტრნოვა მასპინძლობს კულტურულ დემონსტრაციას სახელწოდებით Višnjićevi dani (ვიშნიეჩევი დანი, ვიშნიჩის დღეები). მასში მონაწილეობას იღებენ მწერლები, თეორეტიკოსები და პოეტები. ასევე ეწყობა სერბული მართლმადიდებლური მოხსენიება.[8] 1994 წელს, გორნია ტრნოვაში დაიდგა სპეციალური სამახსოვრო დაფა, რომელიც აღნიშნავდა ვიშნიჩის დაბადების ადგილს. ბიელინას მუნიციპალურ ბიბლიოთეკას ამშვენებს ფილიპისა და მისი შემოქმედების სამახსოვრო დაფა. მის პატივსაცემად სოფელ გრკის, რომელშიც ვიშნიჩმა ცხოვრების უკანასკნელი წლები გაატარა, ეწოდა ვიშნიჩევო. სერბეთსა და სერბთა რესპუბლიკაში მრავალ სკოლასა და ქუჩას ეწოდება ფილიპ ვიშნიჩის სახელი. მეორე მსოფლიო ომის დროს გამოშვებულ 50 დინარიანზე გამოსახული იყო ვიშნიჩი. თანამედროვე ბოსნია და ჰერცეგოვინაში მისი გამოსახულება გამოჩნდა 20 კონვერტირებადი მარკის ღირებულების კუპიურაზე, როემლიც სერბთა რესპუბლიკაში გამოიყენება.[9]

სერბეთის მეცნიერებისა და ხელოვნების აკადემიამ 1993 წელს ფილიპ ვიშნიჩი შეიყვანა „ყველა დროის 100 გამოჩენილ სერბს“ შორის.

ლიტერატურა

რედაქტირება

ელექტრონული ლიტერატურა

რედაქტირება
  • Vojislav M. Jovanović (1954). „O liku Filipa Višnjića i drugih guslara Vukova vremena“. Zbornik Matice srpske za književnost i jezik. Novi Sad: Projekat Rastko: 67–96.
  1. Први су учитељи судбоносни. ციტირების თარიღი: 2020-01-26
  2. 2.0 2.1 Šašić 1998, p. 61.
  3. 3.0 3.1 Šašić 1998, p. 62.
  4. Carmichael 2016, p. 28.
  5. Vidan 2016, p. 493.
  6. Norris 2008, p. 48.
  7. Judah 2000, pp. 41–42.
  8. Ovčina, Đurđević-Alidžanović & Delić 2006, p. 180.
  9. Čolović 2002, p. 73.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ფილიპ_ვიშნიჩი“-დან