ფილიპ დე მონმორანსი ჰორნი

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ჰორნი.

ფილიპ დე მონმორანსი ჰორნი (ნიდერლ. Filips van Montmorency, Graaf van Hoorne; დ. 1524 — გ. 5 ივნისი, 1568, ბრიუსელი) — გრაფი, ნიდერლანდის ოპოზიციური თავადაზნაურობის ერთ-ერთი ლიდერი XVI საუკუნეში. ნიდერლანდის ბურჟუაზიული რევოლუციის წინა პერიოდში და რევოლუციის დასაწყისში ნიდერლანდის საბჭოს წევრი (1561-დან), ფლანდრიის ფლოტის ადმირალი, გელდერნისა და ზიუტფენის შტატჰალტერი. უკმაყოფილო იყო ესპანელი ჰაბსბურგების პოლიტიკისა ნიდერლანდში, მაგრამ ეწინააღმდეგებოდა ბურჟუაზიულ რადიკალიზმსა და მასების დამოუკიდებელ გამოსვლებს. მონაწილეობდა ხატმებრძოლტა გამოსვლების (1566) ჩახშობაში. 1567 წელს ესპანეთის მეფის ფილიპე II-ის წინაშე ერთგულების ფიცი დადო, მაგრამ ჰერცოგ ალბას ნიდერლანდში ჩასვლის შემდეგ ლ. ეგმონტთან ერთად დააპატიმრეს და სიკვდილით დასაჯეს.

ფილიპ დე მონმორანსი ჰორნი

ლიტერატურა

რედაქტირება