ფილიპ ავრილი
ფილიპ ავრილი (ფრანგ. Philippe Avril; დ. 1654 — გ. 1698) — ფრანგი იეზუიტი მისიონერი. 1685 წელს დაევალა ფარულად ჩასულიყო ჩინეთში, მაგრამ ვერ მოახერხა. 6 წელიწადში მოიარა სირია, ქურთისტანი, საქართველო (1686 წ.), სომხეთი, ირანი და რუსეთი. 1692 წელს გამოსცა მოგზაურობის აღწერა, რომელშიც მოცემულია ცნობები კავკასიის ქვეყნების, მათ შორის საქართველოს შესახებაც (ახალციხეში დატყვევებულ არჩილ II-ის დატყვევებაზე და სხვა).
ლიტერატურა
რედაქტირება- გიორგაძე ბ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 65-66.