ფილიპ-ანტუან მერლენი
ფილიპ-ანტუან მერლენი, ცნობილი როგორც მერლინ დე დუაი (დ. 30 ოქტომბერი, 1754 – გ. 26 დეკემბერი, 1838) — ფრანგი პოლიტიკოსი და იურისტი.
ადრეული წლები
რედაქტირებამერლინ დე დუაი, თადპირველად, იურიდიული საქმიანობით იყო დაკავებული. 1782 წელს მიიღო სამეფო მდივნის თანამდებობა ფლანდრიის პარლამენტის კანცელარიაში. მალე მისი რეპუტაცია გაიზარდა დედაქალაქშიც და იგი ორლეანის ჰერცოგმა ლუი ფილიპ II-მ თავისი პირადი საბჭოს წევრად დანიშნა.
საფრანგეთის რევოლუციის დასაწყისში იგი გენარალური შტატების ერთ-ერთი წარმომადგენელი იყო მესამე წოდებიდან და მონაწილეობა მიიღო 1789 წლის 20 ივნისს განვითარებულ მოვლენებში, როდესაც „საბურთაო დარბაზში“ შეკრებილმა ფრანგმა დეპუტატებმა თავი „დამფუძნებელ კრებად“ გამოაცხადეს.
ეროვნული კონვენტი
რედაქტირებარევოლუციის მიმდინარეობისას, ფილიპ-ანტუან მერლენი არ ითვლებოდა ძალადობის მომხრე პოლიტიკოსად, თუმცა როგორც ეროვნული კონვენტის ერთ-ერთმა მონტანიარელმა დეპუტატმა ხმა მისცა ლუი XVI-ის სიკვდილით დასჯას.
ფილიპ-ანტუან მერლენი აქტიურ პოლიტიკურ მოღვაწეობას განაგრძობდა 1794 წელს მომხდარი 9 თერმიდორის გადატრიალების შემდეგ, როდესაც მაქსიმილიან რობესპიერი და მისი მომხრეები დააკავეს და შემდეგ სიკვდილით დასაჯეს. მერლენი აქტიურად იბრძოდა იაკობინელთა კლუბისა და მათი მომხრეების წინააღმდეგ.
მერლინი, ასევე, ცდილობდა დაერწმუნებინა საზოგადოებრივი უსაფრთხოების კომიტეტი იაკობინელების კლუბის დახურვასთან დაკავშირებით. მან შეიმუშავა კანონი, რომელიც ზღუდავდა აჯანყების უფლებას. აგრეთვე, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საფრანგეთის რესპუბლიკის საგარეო პოლიტიკაში.
დირექტორიის წევრი
რედაქტირება1795 წლის 30 ოქტომბერს მერლენი დაინიშნა იუსტიციის, 1796 წლის 2 იანვარს კი გენერალური პოლიციის მინისტრად. 1797 წლის 4 სექტემბრიდან — 1799 წლის 18 ივლისამდე საფრანგეთის დირექტორიის წევრი იყო.
კონსულობის პერიოდი და იმპერია
რედაქტირებამერლენს უშუალო მონაწილეობა არ მიუღია 1799 წელს ნაპოლეონ ბონაპარტის მიერ მოწყობილ სახელმწიფო გადატრიალებაში, როდესაც დირექტორია დაემხო და მმართველობის სადავეები სამი კონსულის ხელში გადავიდა. კონსულების მმართველობის პერიოდში მერლენს არ ჰქონდა მნიშვნელოვანი პოლიტიკური თანამდებობა, იგი მხოლოდ გენერალურ პროკურორად მუშაობდა. მას განსაკუთრებული წვლილი არ შეუტანია, მაგრამ აქტიურად იყო ჩართული ნაპოლეონის კოდექსის გამოქვეყნების პროცესში.
ლიტერატურა
რედაქტირება- Moyen de subvenir promptement aux besoins de l'État, & singulierement au remboursement du prix des offices dont la vénalité est supprimée, 1789
- Rapport fait au Comité des droits féodaux, le 4 septembre 1789, sur l'objet & l'ordre du travail dont il est chargé, 1789
- Recueil général de jurisprudence françoise, 1790
- Opinion de M. Merlin sur la nécessité de rendre le Tribunal de Cassation sédentaire, 1790
- Rapport fait à l'Assemblée nationale au nom du comité de féodalité le 8 février 1790, 1790
- Opinion de Philippe-Antoine Merlin ... sur le procès de Louis XVI, 1793
- Projet de décret, présenté au nom du Comité de législation, par Ph. Ante. Merlin (de Douay), sur la manière de faire le procès aux fonctionnaires prévenus de malversations relatives aux biens nationaux, 1793
- Pieces justificatives a joindre au rapport du citoyen Merlin de Douai, sur l'affaire des citoyens Sanguin, 1794
- Ph. Ant. Merlin, membre de l'Institut national, au Conseil des cinq-cents, 1798