ფილდზის მედალი

(გადამისამართდა გვერდიდან ფილდსის მედალი)

ფილდზის მედალი (ინგლ. Fields Medal) — პრემია, რომელიც ენიჭება ოთხ ან ნაკლებ ორმოც წლამდე ასაკის მათემატიკოსს საერთაშორისო მათემატიკური კავშირის ყოველ კონგრესზე, ყოველ ოთხ წელიწადში ერთხელ.

ფილდზის მედალი

მედლის წინა მხარე
პირველად გადაეცა 1936 წელს
ბოლოს გადაეცა 2014 წელს
mathunion.org/general/prizes/fields/details

პრემია შეიქმნა კანადელი მათემატიკოსის, ჯონ ჩარლზ ფილდზის ანდერძით. პირველი მედალი გაიცა 1936 წელს, ხოლო 1950 წლიდან დაჯოლდოება რეგულარული გახდა. მისი დანიშნულება გამოჩენილი და უკვე ღვაწლმოსილი ახალგაზრდა მათემატიკოსი მკვლევარების დაფასება და მხარდაჭერაა.

ფილდზის მედალი საყოველთაოდ მათემატიკის უდიდეს დამსახურებად მიიჩნევა. მედალს თან ახლავს ფულადი პრემია, რომელმაც 2006 წელს €10,550 შეადგინა.

ფილდზის მედალს ხშირად მათემატიკის ნობელის პრემიას უწოდებენ. ეს შედარება არაზუსტია, ვინაიდან მედალს მხოლოდ ოთხ წელიწადში ერთხელ გასცემენ და ლაურეატები 40 წლის ასაკს არ უნდა სცილდებოდნენ. უფრო ზუსტად ლაურეატის 40 წლისთავი ფილდზის მედლის მიღების წლის 1 იანვრამდე არ უნდა იყოს. ფულადი პრემიაც საკმაოდ ჩამორჩება ნობელის პრემიის ლაურეატებისთვის გაცემულ $1,3 მილიონს (როდესაც პრემია არ იყოფა). ასევე, ფილდზის მედალი მიენიჭება კვლევის მოცულობისთვის, და არა რაიმე კონკრეტული შედეგისთვის.

ირანელი მათემატიკოსი მარიამ მირზახანი გახდა პირველი ქალი, რომელსაც ფილდზის მედალი გადაეცა.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება