ჯონ ჩარლზ ფილდზი
კანადელი მათემატიკოსი
ჯონ ჩარლზ ფილდზი (ინგლ. John Charles Fields; დ. 14 მაისი, 1863 — გ. 9 აგვისტო, 1932) — კანადელი მათემატიკოსი. 1884 წელს დაამთავრა ტორონტოს უნივერსიტეტი, რის შემდეგაც აშშ-ში გააგრძელა სწავლა. მისი შრომები მიეძღვნა ალგებრულ ფუნქციათა თეორიის საკითხებს; შექმნა ფონდი, საიდანაც მათემატიკური საერთაშორისო კავშირი ახალგაზრდა მათემატიკოსებს ანიჭებს პრემიებს. აღსანიშნავია ფილდზის მედალი, რომელიც ენიჭებათ მათემატიკოსებს ყოველ ოთხ წელიწადში ერთხელ. იყო კანადის სამეფო საზოგადოებისა და ლონდონის სამეფო საზოგადოების წევრი.
ჯონ ჩარლზ ფილდზი | |
---|---|
დაბ. თარიღი | 14 მაისი, 1863[1] [2] [3] |
დაბ. ადგილი | ჰამილტონი |
გარდ. თარიღი | 9 აგვისტო, 1932[1] [2] (69 წლის) |
გარდ. ადგილი | ტორონტო |
დასაფლავებულია | Hamilton Cemetery[4] |
მოქალაქეობა | კანადა |
საქმიანობა | მათემატიკოსი |
მუშაობის ადგილი | ტორონტოს უნივერსიტეტი, Allegheny College და ჯონს ჰოპკინზის უნივერსიტეტი |
ალმა-მატერი | ტორონტოს უნივერსიტეტი და ჯონს ჰოპკინზის უნივერსიტეტი |
ჯილდოები | სამეფო საზოგადოების წევრი და კანადის სამეფო საზოგადოების წევრი |
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ 2.0 2.1 MacTutor History of Mathematics archive — 1994.
- ↑ University of Toronto, Laval University Dictionary of Canadian Biography, Dictionnaire biographique du Canada / G. Brown, D. Hayne, F. Halpenny et al. — UTP, Presses de l'Université Laval, 1959. — ISSN 0420-0446; 0070-4717
- ↑ Find a Grave — 1996.