ფიის წმინდა გიორგის ეკლესია

ფიის წმინდა გიორგის ეკლესიაარქიტექტურული ძეგლი საქართველოში, ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ფიის ჩრდილო-დასავლეთით 100 მეტრში.

ძეგლის აღწერა

რედაქტირება

ტაძარი ამოყვანილია უხეშად დამუშავებული, ერთ რიგში თანაბარი სიმაღლის, ნატეხი ქვით. ტაძრის კუთხეები, ღიობები, პილასტრები, აფსიდის მხრები და შემორჩენილი თაროსებრი კარნიზები კარგად გათლილი ბაზალტითაა ამთყვანილი (სატრიუმფო თაღის კაპიტელი და სატრიუმფო თაღის შემორჩენილი ერთადერთი მოზრდილი ქვა კარგად გათლილი ბაზალტისაა, სავარაუდთდ საბჯენი თაღიც და სატრიუმფო თაღიც გათლილი ქვისგან იქნებოდა ამოყვანილი). ეკლესიის გეგმა საკმაოდ მარტივია, ჩვეულებრივი ნავი აღმოსავლეთის ნანევარწრიული აფსიდით (გარე ზომებია 4.0 მ. X 10.1 მ.). შესასვლელი ორია — სამხრეთიდან და დასავლეთიდან. ტაძრის გრძივ კედლებზე თითო პილასტრია, რომელთაც ცილინდრული კამარის საბჯენი თაღი ეყრდნობოდა. კედლები შიგნიდან უხეშად გათლილი ქვითაა ნაგები. ტაძარი სამი სარკმლით ნათდებოდა, თითო სარკმელია აღმოსავლეთის, სამხრეთისა და დასავლეთის კედლებში. დღეს სატრიუმფო თაღის მნიშვნელოვანი ნაწილი და ცილინდრული კამარა ჩამოქცეულია. ადგილზე შერჩენილია სატრიუმფო თაღისა და პილასტრების სამი კაპიტელი. კაპიტელები ერთნაირია, შედგენილია თაროს, ღარით გამოყოფილი ლილვისა და კაპიტელის დამრეცი სიბრტყით. განსნვავება მხოლოდ ამ ელემენტების გაფორმებაშია: თაროს შუბლი შემკულია სამკუთხედების ან ჰორიზონტალურად გაწელილი ოვალური ჩაღრმავებების უწყვეტი ჯაჭვით; ლილვი სადაა ან დამუშავებულია ღარებით — ერთ შემთხვევაში თევზისფნისებური სქემით, სხვაგან კი გრეხილი ლილვის იმიტაციით. კაპიტელის ქვედა დამრეცი ზედაპირი სადაა (ჩრდილოეთის კედელზე), სამხრეთისაზე ერთი გაფორმებულია სწორკუთნა ნიშებით, მეორეზე გამოყვანილია დაბალი კვეთის ფოთლთვანი ორნამენტაცია.

ტაძრის ფასადები სადაა. თრნამენტაცია, რომლითაც შეშკულია სამხრეთის ფასადი, იმდენად დაბალი კვეთისაა, რომ ძნელი შესამჩნევია. სამხრეთის შესასვლელი კარის არქიტრავი ზომითა და მოწითალო ფერით იქცევს ყურადღებას. მასზე დაბალი კვეთის ღარებით ბოლოებგაფართოებული ტოლმკლავა ჯვარია გამოყვანილი, რომელსაც გარედან ბრტყელი სალტე უვლის. სალტის ზედაპირზე ამოკაწრულია სპირალისებური ორნამენტი. არქიტრავის კიდეებზე ამოკაწრულია სტილიზებული მცენარეები. არქიტრავს შეწყვილებული ღარებიანი და კუთხეებში სადა დისკოებიანი ჩარჩო შეშოუყვება. სამხრეთის ფასადზე ქვის წყობის ქვემოდან მეექვსე რიგში რაღაც ცხოველია გამოკვეთილი (გიორგი ბოჭორიშვილი დღიურებში წერს — მგელი და კითხვის ნიშანს სვამს). ქვემოდან მეორე რიგში ქვაზე გამოსახულია წრე შიგ ჩასმული წარწერით, წრეს ზემოდან ხერხის მსგავსი ათი სამკუთნედი შემოუყვება. იქვე ტაძართან ერთ ქვაში გამოკვეთილი სარკმლის ორი სათაურია. ზომით ისინი სამხრეთისა და დასავლეთის ფასადებიდან უნდა იყოს ჩამოღებული. ორივე თავსართი ჰორიზონტალურკიდეებიანია.

ტაძრის ფასადებზე შემორჩენილია მარტივი პროფილის თაროსებრი კარნიზის ფრაგმენტები. ფიის წმინდა გიორგის ეკლესია გივი გაფრინდაშვილმა 1949 წელს შეისწავლა. წარწერათა პირველი წავითხვა, ძეგლის დათარიღება (IX-X საუკუნეები) და პირველი პუბლიკაცია მას ევუთვნის. ნოდარ შოშიაშვილი ამ წარწერებს X საუკუნით ათარიღებს და ხელოსანთა მოსახსენებელ წარწერებს უწოდებს.

წარწერები

რედაქტირება

ფიის წმ. გიორგის ევლესიის სამხრეთის ფასადზე სამი წარწერაა. აღმოსავლეთის კუთხის ქვემოდან მეორე რიგის პირველივე ქვაზე ამოკვეთილია მთავრულიდან ნუსხურზე გარდამავალი სამსტრიქონიანი წარწერა:

ესე ეკ(ლე)ს(ია ) წ(მიდის)ა გ(იორგის)ი.

ესე ქვ(ა) მე და(ვ)სუ(ი) გრ(ძე)ლ(ის) ძე(მ)

ვ(ა)ჰ(რამ)

სახელის ვაჰრამ გახსნა პირობითია. განსხვავებულად კითნულობენ წარწერის ბოლოს გივი გაფრინდაშვილი — „უფრელისძე ვჰ“ და ვალერი სილოგავა — „...მე დავსუი გაბრიელ ძემან გრიგოლ ვჰსამანს“.

სამხრეთის ფასადის აღმოსავლეთ ნაწილში შემორჩენილია კარნიზის ორი ქვა (შესაძლოა წარწერა დღეს დაკარგულ შემდეგ ქვაზეც გრძელდებოდა). ასომთავრული წარწერით ხელთსნების სახელებია ამოღარული:

ახ(ოა)ნ, ო(მა)ნ, ს(აკ)ოც(არ), (ი)ესე

ქართული წარწერების კორპუსში აღნიშნულია, რომ სახელების გახსნა პირობითია. სამხრეთის ფასადზე ამოკაწრულ წრეში სამსტრიქონიანი წარწერა წაკითნულია შემდეგნაირად:

ესე

გ(იორგ)ი(ს)

თ ს

ტაძრის დასავლეთის ფასადზე სამხრეთის კუთნეში „ სამი გრაფემა, ოთხაზოვანი ბადის სისტემით: კირველი ორი — მთავრული, მესამე— ნუსნური.“:

კრ(ა)ვ(ი)

ფიის წმინდა გითრგის ევლესიის ფასადებზე განთავსებული ხელოსნების მოსახსენებელი ოთხივე წარწერა ტაძრის აგების თანადროულია და ნოდარ შოშიაშვილი წარწერებს X საუკუნით ათარიღებს. ტაძრის პირველი მკვლევარი, გივი გაფრინდაშვილი მას IX-X საუკუნის ძეგლად მიიჩნევდა.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • მარსაგიშვილი გ., „ფიის წმინდა გიორგის ეკლესია“, // „ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის ეპარქია“, (რედ. ვალერი ასათიანი), თბ. 2013, გვ. 598-603
  • გაფრინდაშვილი გ., „IX-X საუკუნეების არქიტექტურის ნაგებობა ნასოფლარ ფიაში“, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე, ტ. XVII, №6, 1956, gv. 565-572
  • შოშიაშვილი ნ., ქართული წარწერების კორპუსი, ლაპიდარული წარწერები I, თბ., 1980, გვ. 271-274
  • სილოგავა ვ., სამხრეთ საქართველოს წარწერების შესწავლა ხელნაწერთა ინსტიტუტის ეპიგრაფიკული ექსპედიციის მიერ (ანგარში), მრავალთავი, ტ. X, თბ., 1993, გვ. 282

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  •   კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 8235