ფიდნის ეკლესია
ფინდის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ უჯარმის ჩრდილო-დასავლეთით დაახლოებით 4 კილომეტრზე. თარიღდება გვიანი შუა საუკუნეებით.
ეკლესია დარბაზულია (7,82X6,12 მეტრი). ნაგებია სხვადასხვა ზომის ქვიშა ქვის ნატეხი ქვით, რიყის ქვითა და კირის დუღაბით. გარეთა კედლების წყობაში გამოყენებულია ლოდებიც, რომლებიც მეტწილად კუთხეებშია ჩართული, წყობა ქაოსურია. ძლიერ დაზიანებულია: აყრილია სახურავის საფარი, ჩამოშლილია ლავგარდანის მნიშვნელოვანი ნაწილები, აღმოსავლეთი სამხრეთი კედლები დარბაზულია.
ერთადერთი შესასვლელი სამხრეთიდანაა. გარედან იგი ბრტყელი თავი და გადახურული (რამდენიმე ქვა ჩამოცვენილია) შიგნით კი, როგორც ეს შემორჩენილი ნაწილებით დგინდება, თარაზული თავი ჰქონია. სარკმელი ორია აღმოსავლეთით და დასავლეთით. შიგნიდან ორივე სარკმელი ოთხკუთხაა. მათგან აღმოსავლეთ სარკმელს გარეთა გადახურვა ჩამოშლილია აქვს. დასავლეთისა კი გადახურულია ბრტყელი თაღით, რომელიც ქვიშაქვის ერთ მთლიან ქვაშია გამოკვეთილი.
აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდია რომელშიც სარკმლის გარედა, კიდევ ორი მცირე ზომის ოთხკუთხა ნიშაა. აფსიდი გადახურულია დადაბლებული პროპორციების კონქით. კუჭის თავი ყელია დიდი ძირითადად ქვიშაქვის არცთუ ისე სუფთად ნათალი, მოგრძო ქვითაა გამოყვანილი. მსგავსი მოყვანილობა აქვს კამარასაც. კამარა დარბაზის გრძივი კედლებს კუთხით ერთვის, რის გამოც მათ საზღვარზე თარაზული ხაზი იქმნება.
საკურთხეველში დგას ქვიშაქვის ერთ ქვაში გამოკვეთილი, ოთხწახნაგა ზემოთკენ ოდნავ გაფართოებული ტრაპეზი, რომლის წინა მხარეზე ფონის ამოკვეთით მაღალი, ბოლოებგაფართოებული ჯვარია გამოსახული. ჯვრის ძირი ორ ჰორიზონტალურ ტოტადაა გაყოფილი. საკუთრივ ტოტებს კი დაკბილული ბოლოები აქვს. გარედან ეკლესიის კედლები დასრულებულია მაღალი, ქვიშაქვის ნათალი ქვებით ნაწყობი ლავგარდნით, რომლის პროფილს თარო შეზნექილი მრუდი ზედაპირი და ლილვი შეადგენს.
ლიტერატურა
რედაქტირება- დვალი თ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 1-III, თბ., 2019. — გვ. 331.