ფეხფარფლიანები (ლათ. Lophiiformes ან Pediculati) — ზღვის თევზების რიგი. აქვთ სახეცვლილი მკერდის ფარფლები, რომლებიც წრიულად მოძრაობენ და თევზს სუბსტრატზე ხოხვის საშუალებას აძლევენ. ზურგის ფარფლის პირველი სხივი ზედა ყბასთან არის მიახლოებული და გარდაქმნილია „ანკესად“, რომლის ბოლოზეც „მისატყუებელია“ მოთავსებული. ფეხფარფლიანები ძირითადად მტაცებლები არიან. რიგში 225 სახეობაა, რომლებიც გაერთიანებულია 3 ქვერიგში: Lophioidei — 1 ოჯახით, Antennarioidei — 3 ოჯახით და მეანკესეები (Ceratioidei) — 10 ოჯახით.

ფეხფარფლიანები

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
კლასი:  თევზები
ლათინური სახელი
Lophiiformes

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: