ფერჰად აბასი (არაბ. فرحات عباس; დ. 24 აგვისტო, 1899, ტახერი — გ. 23 დეკემბერი, 1985, ალჟირი) — ალჟირის პოლიტიკური და სახელმწიფო მოღვაწე, პროფესიით ფარმაცევტი.

ფერჰად აბასი

მოითხოვდა ალჟირის ავტონომიას საფრანგეთის კავშირის ფარგლებში. 1938 წელს დააარსა „ალჟირის სახალხო კავშირი“, 1944-1956 წლებში მეთაურობდა ზომიერ ნაციონალისტურ ორგანიზაციებს: „მანიფესტისა და თავისუფლების მეგობართა ასოციაციას“ და „ალჟირის მანიფესტის დემოკრატიულ კავშირს“. 1956 წლიდან მიემხრო „ეროვნული განთავისუფლების ფრონტს“. 1958-1961 წლებში იყო ალჟირის რესპუბლიკის დროებითი მთავრობის პირველი თავმჯდომარე, 1962-1963 წლებში ალჟირის ეროვნული კრების თავმჯდომარე. 1963 წელს გადადგა (არ იზიარებდა მთავრობის საშინაო პოლიტიკას, მოითხოვდა წარმომადგენლობითი პარლამენტარიზმის შემოღებას, წინააღმდეგი იყო ერთპარტიული სისტემის). იმავე წელს გარიცხეს „ეროვნული განმათავისუფლებელი ფრონტიდან“.

ლიტერატურა

რედაქტირება