ფერუჩიო ლამბორგინი
ფერუჩიო ლამბორგინი (იტალ. Ferruccio Elio Arturo Lamborghini დ. 28 აპრილი, 1916 წ. — გ. 20 თებერვალი, 1993 წ.) — იტალიელი, ავტომობილლების დიზაინერი, ჯარისკაცი, გამომგონებელი, ღვინის მწარმოებელი, მექანიკოსი, მრეწველი და ბიზნესმენი რომელმაც შექმნა Lamborghini Trattori 1948 წელს და ავტომობილი Lamborghini 1963 წელს, მაღალი კლასის სპორტული მანქანების მწარმოებელი სანტ-აგატა ბოლონეზეში.
ფერუჩიო ლამბორგინი | |
---|---|
ფერუჩიო ლამბორგინი | |
დაბადების თარიღი |
28 აპრილი, 1916 წელი ჩენტო, იტალიის სამეფო |
გარდაცვალების თარიღი |
20 თებერვალი, 1993 წელი პერუჯა, იტალია |
ალმა-მატერი | Istituto Fratelli Taddia |
ცნობილია როგორც | ლამბორგინის დამფუძნებელი |
შვილ(ებ)ი | 2 |
დაიბადა ფერმერის ოჯახში რენაცოში, ჩენტოს (მუნიციპალიტეტი) კომუნაში, ემილია-რომანიას რეგიონში, მისმა ცოდნამ ხელი შეუწყო მას შესულიყო ტრაქტორების წარმოების ბიზნესში. მან 1948 წელს დააარსა Lamborghini Trattori, რომელიც მალევე გახდა სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის ერთ-ერთი მთავარი მწარმოებელი იტალიის მეორე მსოფლიო ომის შემდგომი ეკონომიკური ბუმის პერიოდში. 1959 წელს მან გახსნა ნავთობის საწვავზე მომუშავე ქარხანა Lamborghini Bruciatori, რომელიც მოგვიანებით შევიდა კონდინცირების მოწყობილობების წარმოების ბიზნესში.
ლამბორგინიმ, 1969 წელს, დააარსა მეოთხე კომპანია, Lamborghini Oleodinamica, მას შემდეგ რაც 1963 წელს შექმნა Automobili Lamborghini. ლამბორგინიმ გაყიდა თავისი წილი 1970-იანი წლების ბოლოს და გავიდა პენსიაზე უმბრიაში მდებარე მამულში, სადაც მეღვინეობას მისდევდა.
ადრეული ასაკი
რედაქტირებაფერუჩიო ლამბორჯინი დაიბადა 1916 წლის 28 აპრილს მევენახეების ანტონიო და ეველინა ლამბორჯინის ოჯახში 22-ე სახლში რენაცო დი ჩენტოში, ფერარას პროვინციაში, ჩრდილოეთ იტალიის ემილია-რომანიას რეგიონში.[1] მისი ნათლობის მოწმობის მიხედვით, ფერუჩიო რომის კათოლიკედ მოინათლა ოთხი დღის შემდეგ, 2 მაისს.
მეორე მსოფლიო ომის დროს, 1940 წელს ის გაიწვიეს იტალიის საჰაერო ძალებში სამსახუროდ. ის იკავებდა მექანიკოსის პოზიციას. 1945 წელს ის ბრიტანელებმა ტყვედ ჩაიგდეს და 1 წელი ციხეში იმყოფებოდა. 1946 წელს დაბრუნდა სახლში და ცოლი მოიყვანა, რომელიც 1947 წელს პირველი შვილის, ტონინოს, მშობიარობას გადაყვა და გარდაიცვალა.[2]
მეწარმეობის დასაწყისი
რედაქტირება1947 წელს ფერუჩიო ლამბორჯინიმ შეამჩნია განვითარებადი ბაზარი ომისშემდგომ იტალიაში, რომელიც მიმართული იყო სოფლის მეურნეობისა და ინდუსტრიის აღორძინებისკენ. სამხედრო მანქანების ძრავების ნაწილების და ARAR ცენტრების დიფერენციალებისგან, Lamborghini-მ ააშენა თავისი პირველი "Carioca" ტრაქტორები, თავად Morris-ის სატვირთო მანქანების ექვსცილინდრიანი ბენზინის ძრავების ბაზაზე.
ავტომობილების ბიზნესი
რედაქტირებაიმის გამო, რომ ლამბორგინის ქონება ყოველდღიურად იზრდებოდა, მას საშუალება ქონდა უფრო სწრაფი და ძვირადღირებული მანქანები ეყიდა ვიდრე Fiat, რომელსაც ახალგაზრდობაში იყენებდა. ის ფლობდა მანქანებს, როგორიცაა Alfa Romeos და Lancias 1950-იანი წლების დასაწყისში და ერთი პერიოდი მას ჰყავდა იმდენი მანქანა, რომ კვირის თითოეულ დღეს განსხვავებული მანქანა ეტარებინა, ესენი იყო: Mercedes-Benz 300SL, Jaguar E-Type კუპე, ორი Maserati 3500 GTs, Alfa Romeos და Lancias.
1958 წელს ლამბორჯინი გაემგზავრა მარანელოში, რათა ეყიდა Ferrari 250 GT: ორადგილიანი კუპე, კორპუსით, რომელიც შექმნილია ავტომშენებლის პინინფარინას მიერ. ლამბორგინი ფიქრობდა, რომ Ferrari-ს მანქანები კარგი იყო, მაგრამ ძალიან ხმაურიანი და უხეში სათანადო გზებისთვის. მან ისინი დაახასიათა, როგორც რეპროდუცირებული ტრასის მანქანები ცუდად აშენებული ინტერიერით.[3]
ლამბორჯინიმ აღმოაჩინა, რომ Ferrari-ს მანქანები აღჭურვილი იყო ცუდი კლანჩებით და საჭიროებდა უწყვეტ სიარულს მარანელოში რეკონსტრუქციისთვის; ტექნიკოსები სამუშაოს შესრულებას რამდენიმე საათს ანდომებდნენ, რამაც ლამბორჯინის გაღიზიანება გამოიწვია. ლამბორჯინიმ შეძლო და გააუმჯობესა პირად საკუთრებაში მყოფი ფერარი GT 250. ამის შემდეგ მან გადაწყვიტა თავად ეწარმოებინა სრულყოფილი ტურისტული მანქანა, რომელსაც მისი აზრით, ვერავინ დაამზადებდა მისთვის. ლამბორჯინის სჯეროდა, რომ გრანდ ტურერს უნდა ჰქონდეს ატრიბუტები, რომლებიც აკლდა Ferrari-ის. კერძოდ, მაღალი წარმადობა ტრანზიტის, ტარების ხარისხისა და ინტერიერის დანიშნულების კომპრომისის გარეშე. ლამბორჯინიმ ასევე იცოდა, რომ სამმაგი მოგების მიღება შეეძლო, თუ მის ტრაქტორებში გამოყენებული კომპონენტებს მაღალეფექტურ ეგზოტიკურ მანქანაში დაამონტაჟდებოდა.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Jolliffe, David; Willard, Tony (19 September 2004). Lamborghini: Forty Years (Hardcover ed.). St. Paul, Minnesota: Motorbooks. doi:10.1007/b62130. ISBN 978-0760319451. Retrieved 3 August 2012.
- ↑ Obituary: Ferruccio Lamborghini
- ↑ Jolliffe, David; Willard, Tony (19 September 2004). Lamborghini: Forty Years (Hardcover ed.). St. Paul, Minnesota: Motorbooks. doi:10.1007/b62130. ISBN 978-0760319451. Retrieved 3 August 2012.