ფერნან პუანტი
ფერნან პუანტი (ფრანგ. Fernand Point; დ. 1897 – გ. 1955) — ფრანგი რესტორატორი, საყოველთაოდ მოიზარება თანამედროვე ფრანგული სამზარეულოს ერთ-ერთ მამამთავრად. მის რესტორანში "La Pyramide" ლიონთან, მან სამი მიშლენის ვარსკვლავი მოიპოვა და ფრანგი სახელოვანი მზარეულების მთელი თაობა აღზარდა: პოლ ბოკიუზი, ალენ შაპელი, ლუი უტიე, ჟორჟ პერიე და ჟან და პიერ ტრუაგროები.