ფემე
ფემე (დან. Femø) — დანიის კუნძული ბალტიის ზღვაში, კუნძულ ლოლანის ჩრდილოეთით. ფართობი 11,38 კმ²-ია, მოსახლეობა კი 2005 წლის მონაცემებით 154 ადამიანს შეადგენს. კლიმატი ზომიერი ზღვიურია, რბილი ზამთრითა და გრილი ზაფხულით.
მშობ. სახელი: Femø | |
---|---|
მდებარეობა | |
გეოგრაფია | |
მდებარეობა | ბალტიის ზღვა |
კოორდინატები | 54°58′ ჩ. გ. 11°33′ ა. გ. / 54.967° ჩ. გ. 11.550° ა. გ. |
ფართობი | 11,38 კმ² |
დანია | |
დემოგრაფია | |
მოსახლეობა | 154 (2005) |
1971 წლიდან, ყოველწლიურად, ფემეს ჩრდილოეთ ნაწილში ეწყობა ქალთა საერთაშორისო ბანაკი.