ფელიქს ჰოლდაკი
ფელიქს ჰოლდაკი (გერმ. Felix A. Holldack; დ. 10 ოქტომბერი, 1880, კენიგსბერგი — გ. 29 მაისი, 1940, გარმიშ-პარტენკირხენი) — გერმანელი მეცნიერ-იურისტი, საქართველოს სახელმწიფოსა და სამართლის ისტორიის მკვლევარი. ლაიფციგის უნივერსიტეტის პროფესორი. 1906 წელს ჰაიდელბერგში დაიცვა დისერტაცია თემაზე „ქართველი მეფის თამარის თქმულებისა და სახელმწიფოს შესახებ“ („Von der Sage und dem Reich der grusinischen Königin Tamara“), რომელიც შემდეგ გაფართოებული სახით შეიტანა წიგნში „საქართველოს სახელმწიფოსა და სამართლის ისტორიის ორი ქვაკუთხედი“. ჰოლდაკმა საგანგებო ყურადღება დაუთმო ვეფხისტყაოსანს, განიხილა ვახტანგ VI-ის სამართლის წიგნთა კრებული, უფრო თვით ვახტანგისეული კოდიფიკაცია — „სამართალი ბატონისშვილის ვახტანგისა“.
ლიტერატურა
რედაქტირება- შ. რევიშვილი, ი. ფუტკარაძე, ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 680.