ეველინა თავაძის ქუჩა

(გადამისამართდა გვერდიდან ფეიქართა ქუჩა)

ეველინა თავაძის ქუჩა — ქუჩა თბილისში, ნაძალადევის რაიონში (ღრმაღელე); ნონა გაფრინდაშვილის ქუჩიდან თენგიზ შეშელიძის ქუჩამდე. ყოფილ უსახელო ქუჩას ფეიქართა ქუჩა დაერქვა 1966 წელს. სახელწოდება უკავშირებდა 1963 წელს ამუშავებულ შალის სართავ ფაბრიკას.[1] 2024 წელს ქუჩას ეწოდა შალის სართავი ფაბრიკის დირექტორის, სახელმწიფო მოღვაწის, ეველინა თავაძის სახელი.[2]

ეველინა თავაძის ქუჩა
საერთო ინფორმაცია
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ქალაქი თბილისის დროშა თბილისი
რაიონი ნაძალადევის რაიონი
ისტორიული რაიონი ღრმაღელე
წინა სახელები ფეიქართა ქუჩა
  1. ენციკლოპედია „თბილისი. ქუჩები, გამზირები, მოედნები“, თბ., 2008. — გვ. 175, ISBN 978-99928-20-35-3.
  2. ქალაქ თბილისში, ნაძალადევის რაიონში, ფეიქართა ქუჩისთვის სახელმწიფო მოღვაწის ეველინა თავაძის სახელის მინიჭების შესახებ ka. საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (12 ივლისი, 2024). ციტირების თარიღი: 13 თებერვალი, 2025