ფაშისტური ერა (იტალ. Era Fascista) — კალენდარული ერა (წელთაღრიცხვა), რომელიც გამოიყნებოდა ფაშისტურ იტალიაში. რომზე ლაშქრობის დროს, 1922 წლის 29 ოქტომბერს, ბენიტო მუსოლინის პრემიერ-მინისტრად დანიშვნის წელი გამოაცხადეს ფაშისტური ერის პირველ წლად. კალენდარი შეიქმნა 1926 წელს, რომელიც ოფიციალურად ძალაში შევიდა ერის მეხუთე წელს (1927 წ.)[1]. ფაშისტური ერის ყოველ წელს ერქვა ფაშისტური წელი (იტალ. Anno Fascista), შემოკლებით A. F. მრავალი იტალიური ძეგლი აქამდე კვლავ ფაშისტური ერით თარიღდება[2][3].

ფაშისტური ეპოქის იტალიური მონეტა, თარიღდება როგორც A. VI (1928 წელი)

ფაშისტური ერის თარიღები ხშირად შედგებოდა გრიგორიანული თარიღებისაგან და მისი წელი აღინიშნებოდა, რომაული ციფრებით. წლები ზოგჯერ იწერებოდა, როგორც Anno XIX, A. XIX, ან თან ახლდა ასოები E. F.[4]. ფაშისტური კალენდრის მიზანი იყო „ბურჟუაზიული“ გრიგორიანული კალენდრის შეცვლა იტალიურ საზოგადოებრივ ცხოვრებაში.

რომზე მარშის ათ წლისთავს (Anno X) უწოდეს Decennale. ფაშისტური ერის მეხუთე წლის ცენტრალური ელემენტი იყო ფაშისტური რევოლუციის გამოფენა[5].

იტალიის უდიდეს ტერიტორიაზე კალენდარმა მოქმედება შეწყვიტა 1943 წელს ფაშისტური რეჟიმის დაცემის შემდეგ (Anno XXI), მაგრამ მის გამოყენებას განაგრძობდნენ მარიონეტულ იტალიის სოციალურ რესპუბლიკაში მუსოლინის სიკვდილამდე, ანუ 1945 წლის აპრილამდე (Anno XXII)[6].

  1. Edgardo Baldi, Aldo Cerchiari, Enciclopedia moderna italiana, p. 1306
  2. Adriano Cappelli, Cronologia, cronografia e calendario perpetuo, Hoepli, 1998, p. 131
  3. Matthew Kneale, Rome: A History in Seven Sackings, Simon and Schuster, 2018, p. 296
  4. Catherine E. Paul, Fascist Directive: Ezra Pound and Italian Cultural Nationalism, 2016, ISBN 9781942954057, p. 114
  5. B. Painter, Mussolini's Rome: Rebuilding the Eternal City, ISBN 1403976910, 2016, p. 26
  6. Paolo Monelli, Mussolini: An Intimate Life, 1953, p. 288