ფაუსტო პაპეტი
ფაუსტო პაპეტი (იტალ. Fausto Papetti დ. 28 იანვარი, 1923, ლომბარდია — გ. 15 ივნისი, 1999, სან-რემო) — იტალიელი ალტ-საქსოფონისტი.[2]
ფაუსტო პაპეტი | |
---|---|
ბიოგრაფია | |
დაბ. თარიღი | 28 იანვარი, 1923[1] |
დაბ. ადგილი | ვიჯუ |
გარდ. თარიღი | 15 ივნისი, 1999[1] (76 წლის) |
გარდ. ადგილი | სან-რემო |
ბიოგრაფია
რედაქტირებაფაუსტო პაპეტიმ კარიერა 1955 წლიდან დაიწყო. თითქმის ყველა მისი ალბომი ჰიტ-აღლუმებში პირველ ადგილებს იკავებდა. მისი კრებულები გამოდიოდა ლათინოამერიკულ ბაზარზეც. 1970 წელს, თავისი პოპულარობის პიკზე, ის წელიწადში ორ ალბომს უშვებდა. 1970-იან წლებში მას ბევრი მიმდევარი და მიმბაძველიც გამოუჩნდა (ჯონი საქსი და პიერჯიორჯიო ფარინა). 1999 წელს პაპეტი გულის შეტევით გარდაიცვალა სან-რემოში.