ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ანჯელო ფაუსტო კოპი (იტალ. Fausto Coppi; დ. 15 სექტემბერი, 1919, კასტელანია — გ. 2 იანვარი, 1960) — იტალიელი ველომრბოლელი. მისი მეტსახელი იყო „ჩემპიონთა ჩემპიონი“. მას მოგებული აქვს ჯირო დიტალია ხუთჯერ (1940, 1947, 1949, 1952, 1953) და ტურ დე ფრანსი ორჯერ (1949, 1952). ასევე არის 118 რბოლის გამარჯვებული პროფესიონალებში და 20 მოყვარულებში. მათ შორის აღსანიშნავია ისეთი კლასიკური რბოლები, როგორიცაა: ჯირო დი ლომბარდია (5-ჯერ), მილან-სან რემო (3-ჯერ), პარიზი-რუბე და ფლეშ-ვალონი.

ფაუსტო კოპი
250
პირადი ინფორმაცია
დაბ. სახელი Angelo Fausto Coppi
დაბ. თარიღი 15 სექტემბერი, 1919(1919-09-15)[1] [2] [3] [4]
დაბ. ადგილი Castellania Coppi
გარდ. თარიღი 2 იანვარი, 1960(1960-01-02)[1] [2] [3] [4] (40 წლის)
გარდ. ადგილი Tortona
სიმაღლე 177
საიტი faustocoppi.it
ქვეყანა იტალია და იტალიის სამეფო
კლუბი Legnano, Carpano, Bianchi, Bianchi და Italy

ადრეული წლები

რედაქტირება

ანჯელო ფაუსტო კოპი იყო დომენიკო კოპისა და ანჯოლინა ბოვერის ხუთი შვილიდან ერთ-ერთი. დედას სურდა მისთვის დაერქვათ ანჯელო, ხოლო მამას ფაუსტო. საბოლოოდ მან ორივე სახელი მიიღო, თუმცა ცნობილი იყო როგორც ფაუსო კოპი. მის ველოსიპედისტად ჩამოყალიბებაში დიდი როლი ითამაშა ყოფილმა მოკრივემ ჯუზეპე კავანიმ. მას შემდეგ, რაც კავანიმ დაკარგა მხეხველობა, იგი მუშაობდა მასაჟისტად. ერთ-ერთი ველოსიპედისტის რჩევით, კოპი დადიოდა კავანისთან. მისი დახმარებით ფაუსტომ აიღო ლიცენზია, რომლითაც მას შეეძლო როგორც პროფესიონალების ასევე მოყვარულების რბოლებში გამოსვლა. პირველი გამარჯვება მან 1939 წელს ვარციში მოიპოვა. აქედან დაიწყო მისი კარიერული წინსვლა.

სპორტული კარიერა

რედაქტირება

1940 წელს მან 20 წლის ასაკში პირველად გაიმარჯვა ჯირო დიტალიაზე. მისი კარიერა მეორე მსოფლიო ომის გამო დროებით შეწყდა. ფაუსტო კოპი იყო პირველი ველომრბოლელი, რომელმაც ერთი წლის განმავლობაში ორი დიდი ტურნირი მოიგო. ეს იყო 1949 და 1952 წლის ჯირო დიტალია და ტურ დე ფრანსი. ჯიროზე გამარჯვებათა რაოდენობით იგი რეკორდსმენია ედი მერკსთან და ალბერტო ბინდასთან ერთად. 1953 წელს მან ჯიროსთან ერთად მოიგო მსოფლიო ჩემპიონატიც.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  2. 2.0 2.1 Find a Grave — 1996.
  3. 3.0 3.1 Proleksis enciklopedija, Opća i nacionalna enciklopedija — 2009.
  4. 4.0 4.1 Munzinger Personen
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ფაუსტო_კოპი“-დან