ფაუნტინის სააბატო

ფაუნტინის სააბატო (ინგლ. Fountains Abbey) — ერთ-ერთი უდიდესი ცისტერიანული სააბატოს ნანგრევები ინგლისში, ახალი იორკშირის საგრაფოში. 1986 წლიდან სტადლის სამეფო პარკთან ერთად შესულია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში.

სტადლის სამეფო პარკი და მასში მდებარე ფაუნტინის სააბატოს ნანგრევები*
იუნესკოს მსოფლიო
მემკვიდრეობის ძეგლი

ქვეყანა გაერთიანებული სამეფოს დროშა გაერთიანებული სამეფო
ტიპი კულტურული
კრიტერიუმები i, iv
სია [1]
რეგიონი** ევროპა
კოორდინატები 54°06′42″ ჩ. გ. 1°34′55″ დ. გ. / 54.11167° ჩ. გ. 1.58194° დ. გ. / 54.11167; -1.58194
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება 1986  (მე-10 სესია)
ნომერი 372
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში.
** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი.
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 372
ინგლ.რუს.ფრ.

მონასტერი 1132 წელს დაარსდა იორკის წმინდა მარამის სააბატოში მომხდარი აჯანყების შემდეგ. აჯანყებისას სააბატოდან 30 ბერი განდევნეს, რომლებიც იორკის არქიეპისკოპოსმა შეიფარა და მდინარე სკელის ხეობაში გაუშვა. დახურული ხეობა ყველანაირ პირობას იძლეოდა იქ ახალი მონასტრის დასაარსებლად. მრავლად იყო შესაფარი ცუდი ამინდის დროს, ხე-მასალა ახალი ნაგებობების ასაშენებლად და მომდინარე წყალი.[1] სულ მალე ბერები ცისტერიანულ ორდენს შეუერთდნენ.

სააბატო 400 წლის განმავლობაში, 1539 წლამდე ფუნქციონირებდა, როდესაც ის ინგლისის მეფე ჰენრი VIII-ის ბრძანებით დაიხურა. 1540 წელს, სააბატოს შენობები და მის გარშემო მდებარე 500 აკრი მიწა ვაჭარმა, სერ რიჩარდ გრეშამმა იყიდა.[1]

1846 წელს, არქეოლოგებმა ყოფილი სააბატოს მიმდებარე ტერიტორიების გათხრა დაიწყეს.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 History of the Abbey at the National Trust website, URL accessed 25 August 2008
სააბატოს პანორამა