სტადლის სამეფო პარკი
სტადლის სამეფო პარკი (ინგლ. Studley Royal Park) — პარკი ინგლისში, ჩრდილოეთ იორკშირის საგრაფოში. პარკის ტერიტორიაზე მდებარეობს ცისტერიანული ფაუნტინის სააბატოს ნანგრევები. ასევე მოიცავს XVIII საუკუნის სხვადასხვა ნიმუშებს, მათ შორისაა სტადლის სამეფო წყლის ბაღი. 1986 წლიდან პარკი შესულია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში.
სტადლის სამეფო პარკი და მასში მდებარე ფაუნტინის სააბატოს ნანგრევები* | |
---|---|
იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი | |
ქვეყანა | გაერთიანებული სამეფო |
ტიპი | კულტურული |
კრიტერიუმები | i, iv |
სია | [1] |
რეგიონი** | ევროპა |
კოორდინატები | 54°06′58″ ჩ. გ. 1°34′23″ დ. გ. / 54.11611° ჩ. გ. 1.57306° დ. გ. |
გაწევრიანების ისტორია | |
გაწევრიანება | 1986 (მე-10 სესია) |
ნომერი | 372 |
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში. ** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი. |
მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 372 ინგლ. • რუს. • ფრ. |
ფაუნტინის სააბატო 1132 წელს დაარსდა 30 ბენედიქტელი ბერის მიერ, რომლებიც შემდეგ ცისტერიანელები გახდნენ. 1539 წელს მონასტერი მეფე ჰენრი VIII-მ გააუქმა და სააბატოს შენობები და მის გარშემო მდებარე 500 აკრი მიწა ვაჭარს, სერ რიჩარდ გრეშამს მიჰყიდა. გრეშამის შთამომავლებმა ქონების მოვლა ვერ შეძლეს და ის ვინმე სტეფან პროქტორს მიჰყიდეს, რომელმაც აქ 1598 - 1604 წლებში ფაუნტინის დარბაზი ააშენა. მისი მშენებლობისთვის ნაწილობრივ გამოიყენეს დანგრეული სააბატოს ქვები. შენობა მართლაც გამორჩეულია და დღეს მისი სამი ოთახი მნახველთათვის ღიაა.